Thumbnail

რამდენი გამოიმუშავა ლას ვეგასში მერაბ დვალიშვილმა - UFC VEGAS 2-ის საპრიზოები

  • ლოს ანჯელესში გამართული UFCVEGAS2 on ESPN 10-ის საპრიზო თანხები
  • ყველაზე მეტი სინტია კალვილიომ და ანდრე ფილიმ გამოიმუშავეს
  • ქართველმა მებრძოლმა გუსტავო ლოპესთან ბრძოლისთვის 46 ათასი მიიღო  

ცნობილი გახდა ტურნირის UFCVEGAS2 on ESPN 10-ის საპრიზო თანხები, რომელიც 13 ივნისს, ლოს ანჯელესში გაიმართა და მასში მონაწილეობა ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმაც მიიღო.

დვალიშვილმა, რომელიც ტურნინრის ძირითად ქარდში გამოდიოდა, ამერიკელი გუსტავო ლოპესი დაამარცხა და UFC-ში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა. როგორც ირკვევა, ქართველი მებრძოლისთვის განკუთვნილმა საპრიზო თანხამ 46 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც 23 000 დოლარი მოგებისთვის ბონუსია. 

მერაბმა UFC-ში მეექვსე ბრძოლა გამართა

ზოგიერთი წყაროს ცნობით, კიდევ 50 ათასი მერაბმა მხოლოდ ტურნირში მონაწილეობისთვის გამოიმუშავა.

როგორც ირკვევა, ყველაზე დიდი საპრიზო თანხები სინტია კალვილიომ და ანდრე ფილიმ გამოიმუშავეს. კალვილიომ საღამოს მთავარ ბრძოლაში ჯესიკა აის სძლია, ფილიმ კი ჩარლზ ჟურდენს აჯობა 

UFCVEGAS2 ESPN 10-ის ძირითადი ქარდი
ჯესიკა აი ($ 51 ათასი) - სინტია კალვილიო ($ 110 ათასი)
კარლ რობენსოსნი ($ 40 ათასი) - მარვინ ვეტორი ($ 86 ათასი)
მერაბ დვალიშვილი ($ 46 ათასი) - გუსტავო ლოპესი ($ 12 ათასი)
ანდრე ფილი ($ 110 ათასი) - ჩარლზ ჟურდენი ($ 16 ათასი)
ჯორდან ესპინოსა ($ 24 ათასი) - მარკ დე ლა როსა ($ 21 ათასი)

UFCVEGAS2 ESPN 10-ის წინასწარი ქარდი
მარია აგაპოვა ($ 20 ათასი) - ჰანა საიფერსი ($ 35 ათასი)
ჩარლზ როსა ($ 68 ათასი) - კევინ აგილარი ($ 25 ათასი)
ჯულია ავილა ($ 24 ათასი) - ჯინა მაზანი ($ 16 ათასი)
ზარუხ ადაშევი ($ 14 ათასი) - ტაისონ ნემი ($ 28 ათასი).

კომენტარები

ბოლო ამბები