Thumbnail
  • უსაინ ბოლტის ვარჯიში და გოლი დორტმუნდის ბორუსიაში.
  • პეტერ შტიოგერი: ბოლტი ნიჭიერია, მაგრამ თუ ფეხბურთის თამაში უნდა, ბევრი უნდა ივარჯიშოს.

მსოფლიოში ყველაზე სწრაფი კაცი დღეს დორტმუნდელი იყო…

სპრინტის ლეგენდამ, 8-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა უსაინ ბოლტმა პარასკევს გერმანულ საფეხბურთო კლუბში, დორტმუნდის ბორუსიაში ივარჯიშა. წამყვანი ფეხბურთელებიდან, მასთან ერთად მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონი მარიო გიოტცე ვარჯიშობდა, რომელიც გერმანიის ნაკრებში გამოძახებული არ არის.

ვარჯიშის დასასრულს, ორმხრივ თამაშში 31 წლის ბოლტმა გოლის გატანაც მოახერხა - მან გიოტცეს მიერ ჩაწოდებული ბურთი კარში თავით გადაგზავნა. თამაში 2:2 დასრულდა და პენალტების სერია დაინიშნა. ბოლტმა თერთმეტმეტრიანიც ზუსტად შეასრულა.

“დღეს გამოჩნდა, რომ უსაინ ბოლტი ფეხბურთს საკმაოდ კარგად თამაშობს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ ნიჭიერია, მაგრამ თუ მართლა უნდა უმაღლეს დონეზე თამაში, კიდევ ბევრი უნდა ივარჯიშოს,” - განაცხადა ვარჯიშის შემდეგ დორტმუნდელთა მთავარმა მწვრთნელმა პეტერ შტიოგერმა.

ლეგენდარული იამაიკელი სპრინტერის ვარჯიშის საყურებლად ბორუსიას ბაზაზე 1400 გულშემატკივარი მივიდა.

უსაინ ბოლტის ვარჯიში დორტმუნდის ბორუსიაში

კომენტარები

ბოლო ამბები