Thumbnail

'სერიოზულ ზომებს მივიღებთ' - ძალოსნობას ოლიმპიური პროგრამიდან ამოღება ემუქრება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • თომას ბახი ძალოსნობას სანქციებით ემუქრება
  • საერთაშორისო ფედერაცია კორუფციაშია ჩაფლული

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის, თომას ბახის თქმით, ძალოსნობა შეიძლება, ოლიმპიური სახეობებიდან ამოიღონ...

ბახმა განაცხადა, რომ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია (IWF) დეკადების განმავლობაში კორუფციაში იყო ჩაფლული და ოცი წლის განმავლობაში მას ავტოკრტი პრეზიდენტი ტამაშ აჯანი ხელმძღვანელობდა. 

უნგრული წარმოშობის რუმინელის ხელში ძალოსნობა ბევრ სკანდალში გაეხვა, მათ შორის ხმების "ყიდვაში", გაუთავებელ დოპინგ-სკანდალებში, ახლაც ვერ დადასტურდა 10.4 მილიონი დოლარი ნაღდი ფულის წარმომავლობა, რომელიც ფედერაციის ხელმძღვანელობას აღმოუჩინეს.

თომას ბახი: "ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ შემოწმების შედეგად დადასტურებული ფაქტებით. ჩვენი რეაქცია არის ძალიან მკაფიო. ყველაფერი დამოკიდებული იქნება სპეციალური კომისიის დასკვნაზე, რომელიც IWF-ს საქმიანობას იკვლევს. ჩვენ მივიღებთ სერიოზულ ზომებს, რომელთა შორის შესაძლოა, იყოს ძალოსნობის ოლიმპიურო პროგრამიდან ამოღებაც".

ძალოსნობა 1896 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გამოჩნდა და 1920 წლიდან მოყოლებული ყოველ ოლიმპიადაზეა წარმოდგენილი, ქალთა ძალოსნობა ოლიმპიურ პროგრამას 2000 წლიდან დაემატა.

კომენტარები

ბოლო ამბები