Thumbnail

ქართველი მგელი V მებრძოლი პრინცესა - ჯოჯუა UFC-ის კუნძულზე იბრძოლებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ლიანა ჯოჯუა UFC-ის 'მებრძოლთა კუნძულზე' იბრძოლებს
  • ქართველის მეტოქე ცნობილია

UFC-ის ქართველი მებრძოლი ლიანა ჯოჯუა ივლისში "მებრძოლთა კუნძულზე" იჩხუბებს...

15 ივლისს აბუ-დაბის სიახლოვეს მდებარე კუნძულზე ლიანა ჯოჯუას, რომელიც "მგელის" მეტსახელით არის ცნობილი, მეტოქე რუმინელი დიანა ბელბიტა იქნება, ვისი მეტსახელი მებრძოლი პრინცესაა.

ამ ბრძოლის შესახებ ოფიციალურად UFC-ს ჯერ არ დაუდასტურებია, თუმცა ამის შესახებ 25 წლის ჯოჯუას გუნდმა TASS-ს აცნობა. 

ჯოჯუას დებიუტი UFC-ში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შედგა - UFC 242-ის ეგიდით "მგელი" სარა მორასთან მესამე რაუნდში დამარცხდა. ჯოჯუას შედეგი ამ წაგების შემდეგ კარიერაში 7-3-ზე გახდა. 

ქართველი მებრძოლის რუმინელ მეტოქეს UFC-ში დებიუტი ოქტომბერში ჰქონდა, ისიც დამარცხდა. კარიერაში რუმინელის მიღწევა 13-5-ზე შედეგია. კარიერის დიდი ნაწილი მას რუმინულ RXF-ში გაუტარებია. 

View this post on Instagram

🐺

A post shared by Liana Jojua (@likajojua) on

კომენტარები

ბოლო ამბები