Thumbnail

სტივენ ჯერარდი: მიხარია, რომ იურგენ კლოპის ნაირი პიროვნება მყავს გვერდით

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ლივერპულის 18-წლამდელთა მწვრთნელი იურგენ კლოპის და თავის საქმის შესახებ.

სტივენ ჯერარდი 6 თვეა უკვე რაც ლივერპულის 18-წლამდელთა გუნდს წვრთნის და დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად ართმევს. გუნდი პრემიერლიგის U18 ჩრდილოეთის დივიზიონში 35 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე ჯერარდის ლივერპული მეოთხედფინალამადე მივიდა, სადაც მანჩესტერ სიტისთან წითლები პენალტებში დამარცხდნენ.

"ფეხბურთელი როდესაც ვიყავი, ერთადერთი საზრუნავი მქონდა - ვარჯიში. ვიცოდი რაც უნდა მექნა, კარგად უნდა მევარჯიშა. ახლა კი იმდენ რამეზე ვარ პასუხისმგებელი, რომ ძალიან მიჭირს, ამ დონეზეც კი. ვხვდები თურმე რა ყოფილა მწვრთნელობა." ამბობს ჯერარდი.

"ხან ტექსტურ შეტყობინებას ვუგზავნი, ხან ამოვრბივარ მის ოთახში და პირადად ვესაუბრები, ვეკითხები ისეთ რაღაცეებს, რაზეც წარმოდგენა არ მაქვს."

"ფეხბურთელი რომ ვიყავი, ჩემი თავი ყველაზე მაგარი მწვრთნელი მეგონა."

ლივერპულის ლეგენდარულმა კაპიტანმა იურგენ კლოპის ფაქოტრზეც ისაუბრა "ადრე მწვრთნელებს ხშირად ვეკამათებოდი, ვაკრიტიკებდი - ამას იქ რატომ აყენებ, ასე რატომ ვუტევთ... ჩემი თავი ყველაზე მაგარი მწვრთელი მეგონა, ფეხბურთელი როდესაც ვიყავი. თურმე არ ყოფილა ადვილი, ახლა საერთოდ სხვა კუთხით ვუყურებ მწვრთნელებს, ვიდრე უწინ.

"რატომ არ ვთამაშობ დღეს? ხშირად მეკითხებიან ხოლმე ჩემი ბავშვები"

მაგრამ მიხარია, რომ იურგენის ნაირი პიროვნება გვერდით მყავს, ხან ტექსტურ შეტყობინებას ვუგზავნი, ხან ამოვრბივარ მის ოთახში და პირადად ვესაუბრები, ვეკითხები ისეთ რაღაცეებს, რაზეც წარმოდგენა არ მაქვს და მისი გამოცდილება ძალიან მეხმარება"

ჯერარდის მონაყოლზე, ირუგენ კლოპმა საკუთარი პირველი სეზონი გაიხსენა "ერთ დღეს მათი მეგობარი ვიყავი და უცებ მწვრთნელი გავხდი, მოდიოდნენ და მეკითხებოდნენ 1000 სისულელეს, ყველას ოთახიდან ვაგდებდი, არ ვიცოდი რა მეპასუხა - 5 წუთი მომეცით, რამეს მოვიფიქრებ მეთქი - ამას ვეუბნებოდი.

"კარგია, რომ აქედან დაიწყო და არა იქ სიტყვაზე სადაც ახლა მე ვარ,  სადაც ყოველკვირა უამრავ აბსურდს გეკითხებიან."

სტივიც ასეთ სიტუაციაში, მაგრამ კარგია, რომ ამას U18 დონეზე აკეთებს, კარგია, რომ აქედან დაიწყო და არა იქ სიტყვაზე სადაც ახლა მე ვარ, სადაც მილიონობით ხალხი საუბრობს შენზე, შენს ყველა გადაწყვეტილებაზე და სადაც ყოველკვირა უამრავ აბსურდს გეკითხებიან. ამ ყველაფრის მოსაგერიებლად გამოცდილება გჭირდება. მეც თავიდან მესამე ბუნდესლიგაში დავიწყე სამწვრთნელო კარიერა და ასეთ "სიჩუმეში" კარგად ვისწავლე ჩემი საქმე." ამბობს გერმანელი.

"რატომ არ ვთამაშობ დღეს? ხშირად მეკითხებიან ხოლმე ჩემი ბავშვები" იხსენებს ჯერარდი "არ ვიცი, არ მაქვს ხოლმე პასუხი, რა უნდა ვუპასუხო? მაგრამ ერთხელ რომ იპოვნი გამოსავალს, მეორედ უკვე რაღაც გამოცდილება გექნება და ეს გამოცდილება მაკლია მეც."

კეროლი და კეროლაინი - კლუბის ლეგენდასთან ერთად

"როდესაც ვთამაშობდი, კარიერის მიწურულს მარჯვენა მცველი ვიყავი და მთელ მოედანს, ყველა ჩემ გუნდელს 3D გამოსახულებაში ვხედავდი" ამბობს კლოპი "მაგრამ სათადარიგოთ სკამზე როდესაც გადავინაცვლე, ყველაფერი რაღაცნაირად გაბრტყელდა და მოედანზე მარტო სწრაფად მორბენალ სილუეტებს აღვიქვავდი. მეთქი აქედან როგორ უყურებთ თამაშს?! - ვეკითხებოდი შტაბის წევრებს. თამაშის მერე სახლში წავედი და მატჩის ჩანაწერი 4-ჯერ ვნახე, რომ მეორე დღეს ჩემი მოთამაშეებისთვის მეთქვა არა ის რისი მოსმენაც პრესას სურდა, არამედ სიმართლე! 

ყველა ფეხბურთელს თავისი აზრი აქვს, განსაკუთრებით როცა საქმე შეტევაში დაშვებულ შეცდომას ეხება, მაგრამ გოლს როდესაც გავუშვებთ, არავინ საკუთარ დანაშაულზე არ საუბრობს - ამას მე მეკითხებოდნენ და პასუხი უნდა მქონოდა, ჩემი აზრით და შეხედულებით ობიექტური.

ისეთი დიდი ფეხბურთელები, როგორიც მაგალითად სტივია, იშვიათად, რომ ახალგაზრდულ გუნდში მომუშავე ნახოთ, ამიტომ ძალიან მომწონს მისი გადაწყვეტილება და მგონია, რომ სწორად აკეთებს თავის საქმეს."

კომენტარები

ბოლო ამბები