Thumbnail

'მე ეს წლების წინ გამოვიარე' - რაშფორდმა ბორის ჯონსონს ღია წერილით მიმართა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • რაშფორდი უფასო სადილის წესის დაბრუნებას ითხოვს
  • ინგლისის ნაკრების ფორვარდმა 3 მილიონი უფასო სადილის ვაუჩერი შეიძინა

ინგლისის ნაკრების და მანჩესტერ იუნაიტედის ფორვარდი - მარკუს რაშფორდი ბრიტანეთის მთავრობას სთხოვს, რომ საზაფხულო სკოლებში უფასო სადილის წესი აღადგინოს. კანონი, რომელიც პარლამენტმა მარტში გააუქმა.

იუნაიტედის შემტევმა, საკუთარი ფონდის დახმარებით £20 მილიონს მოუყარა თავი და ამ თანხით 3 მილიონი უფასო სადილის ვაუჩერი შეიძინა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინის დროს მომუშავე ორგანიზაციებს გადასცა.

ემოციურ წერილში, რომლითაც რაშფორდმა ქვეყნის პრემიერ მინისტრს - ბორის ჯონსონს მიმართა, საუბარია მსგავსი სოციალური პროექტების მნიშვნელობაზე მუშათა კლასის ოჯახებში. ამის დემონსტრირებას რაშფორდი საკუთარი მაგალითით ცდილობს.

"რასაც ახლა ოჯახები განიცდიან, მე ეს წლების წინ გამოვიარე. ძნელია აქედან თავის დაღწევა. დედაჩემი მთელი დღე თავდაუზოგავად მუშაობდა, მაგრამ მისი შემოსავალი, მხოლოდ ყოველდღიურ ვახშამზე გვყოფნიდა. ეს პოლიტიკური საკითხი არ არის, ეს ადამიანური თანაგრძნობის ამბავია და დღეს ეს თანაგრძნობა მთავრობისგან სამწუხაროდ არ იგრძნობა."

კომენტარები

ბოლო ამბები