Thumbnail
  • FIBA-მ 12 ქართველი კალათბურთელი შეარჩია
  • საიტზე ფანებს შეუძლიათ ხუთ მათგანს ხმა მისცენ

კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, საკალათბურთო სამყაროც გაჩერდა. ეს დრო FIBA-ს ოფიციალურმა საიტმა ძველი ტურნირების გახსენებაში გამოიყენა...

FIBA ევრობასკეტის ოცნების გუნდებს (EuroBasket Dream Teams) აქვეყნებს მონაწილე ქვეყნების მიხედვით. გათვალისწინებულია მხოლოდ 21-ე საუკუნის შედეგები. ესპანეთის ოცნების გუნდის შედგენის შემდეგ, ჯერი საქართველოს მოუწია. 

FIBA-ს საიტმა საქართველოს "დრიმ თიმში" 12 მოთამაშე შეიყვანა, რომელთაგანაც ფანებს საკუთარი ხუთეულების შევსება შეუძლიათ. 

FIBA ევრობასკეტის ოცნების გუნდი. საქართველო

მცველები: მაიკლ დიქსონი, გიორგი ცინცაძე, მანუჩარ მარკოიშვილი, დუდა სანაძე

ფორვარდები: ვლადიმერ ბოისა, ბექა ბურჯანაძე, ვახტანგ ნაცვლიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, თორნიკე შენგელია, ნიკოლოზ ცქიტიშვილი

ცენტრები: ზაზა ფაჩულია, გიორგი შერმადინი

ამ მისამართზე მკითხველს შეუძლია, მაქსიმუმ ხუთ კალათბურთელს მისცეს ხმა ამ სიიდან. საკმარისია კალათბურთელის გვარის წინ ისრის მონიშვნა. ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა კალათბურთელის პოზიციას. 

"ქართული კალათბურთის აღმასვლა ევროპული კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთი წარმატებული ამბავია. საქართველოს FIBA EuroBasket-ზე 2011 წლამდე მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა შემდეგ არც ერთი ფინალური ტურნირი აღარ გამოუტოვებია.

ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა და FIBA-ს წევრი 1992 წელს გახდა, მაგრამ 1993 წლიდან 2009 წლამდე ცხრა ცდიდან ვერც ერთხელ შეძლო მიზნის მიღწევა. მაგრამ ბრძოლით მოპოვებული, საქართველოს აღარ დაუთმია. 

2011 წელს ქართველებს არა მარტო დებიუტი ჰქონდათ ევროპის ჩემპიონატზე, მათ პირველი გამარჯვებაც ჩაიწერეს და მეორე რაუნდში გასვლაც შეძლეს. არადა, ეს სავარაუდოდ, ყველაზე ძლიერი ევროპის ჩემპიონატი იყო ისტორიაში. 

2015 წელს საქართველოს ნაკრების გამოსვლა ეპიკური იყო, გუნდმა ჯგუფის მასპინძელი ხორვატია დაამარცხა და მერვედფინალში ლიტვას საოცარ მატჩში ბოლომდე ებრძოლა. იგორ კოკოშკოვის გუნდში ზაზა ფაჩულია, გიორგი შერმადინი, ვიქტორ სანიკიძე, თორნიკე შენგელია და სხვები თამაშობდნენ, მათ მთელს კონტინენტზე ფანების აღიარება დაიმსახურეს.

საქართველო წინსვლის შენელების ნიშნებსაც არ აჩვენებს. პირიქით, ქვეყანა ემზადება, რომ 2022 წელს ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლოს", წერს საიტი.

საქართველოს ოცნების გუნდი ახლახან გამოქვეყნდა, თუმცა უკვე ლიდერობენ თორნიკე შენგელია (21%), ზაზა ფაჩულია (17%) და ვიქტორ სანიკიძე (16%). 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე ზედიზედ ოთხჯერ ითამაშა: 2011, 2013, 2015 და 2017 წლებში. ოთხ ტურნირში ჯამში ეროვნულმა ნაკრებმა 7 მატჩი მოიგო. საქართველოს ნაკრებს 2021 წელს ევრობასკეტის ფინალური ეტაპისთვის უნდა ემასპინძლა, თუმცა ტურნირი 2022 წლისთვის გადაიტანეს.  

კომენტარები

ბოლო ამბები