Thumbnail

შიში ოხერია - რუმინელებს ესპანელების შურისძიების შეეშინდათ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • სკანდალურად ცნობილ რუმინელ არბიტრს ჩელენჯ კაპზე უნდა ემსაჯა.
  • რუმინეთის რაგბის კავშირმა მსაჯი პოსა და სტად ფრანსეს შეხვედრიდან მოხსნა.

რუმინეთის რაგბის კავშირმა სკანდალურად ცნობილი მსაჯი ვლად იორდაჩესკუ ჩელენჯ კაპის მატჩიდან მოხსნა. როგორც რუმინელები აცხადებენ, ამის მიზეზი მის უსაფრთხოებაზე ზრუნვაა.

იორდაჩესკუ ევროპის ჩელენჯ კაპის მატჩის მეოთხე მსაჯი უნდა ყოფილიყო, ფრანგულ პოსა და სტად ფრანსეს შორის. ეს შეხვედრა 30 მარტს გაიმართება.

პოს ესპანეთის ნაკრების მორაგბეები ჰყავს, ასევე ეს რეგიონი, ძალიან ახლოს არის ესპანეთთან. 
33 წლის იორდაჩესკუ რუმინეთში ერთ-ერთ საუკეთესო მსაჯია, თუმცა რაგბი ევროპის ბოლო ტურში სკანდალში გაეხვა. რუმინელმა ძალზე ცუდად იმსაჯა ბელგია-ესპანეთის შეხვედრაში, მისი "წყალობით" ესპანელები 10:18 დამარცხდნენ და მსოფლიოს თასის საგზური სწორედ რუმინელებს გადაულოცეს.

მატჩის ბოლოს არბიტრი ძლივს გადაურჩა ესპანელი მორაგბეების რისხვას. აღსანიშნავია, რომ ამ საქმეს მსოფლიო რაგბის ორგანიზაცია იძიებს, თუმცა ძნელი წარმოსადგენია, რომ მატჩის შედეგი გაუქმდეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები