Thumbnail

Clan 13-ის სიურპრიზი ფანებს: გუნდის ოფიციალური მაისურების შეძენა უკვე შეგიძლიათ

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • Clan 13-ის ოფიციალური მაისურების შეძენა უკვე შეგიძლიათ
  • მაისურები გუნდმა ქართველ დიზაინერთან ერთად შექმნა

Pubg-ის ქართულმა გუნდმა Clan 13, ფანები გაახარა: მათ გუნდის ოფიციალური მაისურები შექმნეს, რომელთა შეძენაც, გულშემატკივრებს, უკვე დღეიდან შეუძლიათ.

გუნდის ლიდერმა, შოთა მექვაბიძემ popsport-თან საუბარში განაცხადა, რომ მაისურების დიზაინერ ნიკოლასთან დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ. დიზაინი ოფიციალურია და მასზე საავტორო უფლებები Clan 13-ს ეკუთვნის. 

მაისურებზე კლან 13-ის ლოგოა გამოსახული, ხოლო ზურგზე დატანილი ნუმერაცია უნიკალურია, რაც მათ მეტ ინდივიდუალობას სძენს. 

მაისურების შეძენა გუნდის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე შეგიძლიათ.

1

2

3

4

5

6

ქართული გუნდი 13-Red, Clan-13-ის წევრია. კლანში სულ სამი გუნდი (13-Red, 13-Blue და 13-Girls) ერთიანდება, თითოეულ გუნდში 5 მოთამაშით. კლანი ოფიციალურად 2019 წლის თებერვალში შეიქმნა. გამარჯვებული გუნდის ლიდერი შოთა მექვაბიძეა, გუნდის წევრები კი გიორგი ნაცვლიშვილი, ცოტნე ოქროპირიძე, ოთო ბასილაძე, გიორგი სილიგავა და ნიკა ქებაძე.

გუნდი PUBG-ის, მეორე წელია, ერთად თამაშობს. ისინი დიდი პოპულარობით სარგებლობენ და სხვადასხვა ქართულ თუ უცხოურ ტურნირებშიც მიუღიათ მონაწილეობა. თუმცა, ევროპის 10 საუკეთესო გუნდში მოხვედრა, ჯერჯერობით, მათი ყველაზე დიდი გამარჯვებაა.

კომენტარები

ბოლო ამბები