Thumbnail

'ბებერ მეძავს ყურადღება სურს' - კონორს ფერგიუსონთან ჩხუბისკენ მოუწოდებენ

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ხაბიბის მენეჯერმა კონორი გააკრიტიკა
  • მისი თქმით, კონორი ჯერ ტონი ფერგიუსონს უნდა ეჩხუბოს
  • ბრძოლების სამყაროში კონორის წასვლის არ ჯერათ

ხაბიბ ნურმაგომედოვის მენეჯერ ალი აბდელაზიზს კონორ მაკგრეგორი რომ არ უყვარს, ეს დიდი ხანია ცნობილია. ამჯერად მან კომენტარი კონორის წასვლათან დაკავშირებით გააკეთა და მას დაბრუნებისა და ტონი ფერგიუსონთან ბრძოლისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებს ირლანდიელი საჩემპიონო ბრძოლას.

ალი აბდელაზიზი: "თუ გინდა სატიტულო ბრძოლის მიღება, ტონი ფერგიუსონთან იჩხუბე. აქტიური უნდა იყო. ან ხორხე მასვიდალს ეჩხუბე. არ მჯერა, რომ ბებერი მეძავი პენსიაზე მართლა გავიდა. მას მხოლოდ ყურადღება სურს".

შერეული ბრძოლების სამყაროში ბევრი მიიჩნევს, რომ მაკგრეგორის წასვლა მხოლოდ დროებითი მოვლენაა და ირლანდიელმა ამ ფორმით წყენა გამოხატა UFC-ის ხელმძღვანელობის მიმართ, რადგან კონორს ხაბიბთან ჩხუბი სურს, UFC კი მას ამ ბრძოლამდე სხვა დაპირისპირებებს სთავაზობს. მაგალითად, აქტუალურია ტონი ფერგიუსონთან ბრძოლის გამართვა და მხოლოდ მასში გამარჯვებული შეიძლება ეჩხუბოს შემოდგომაზე დაგეგმილ ხაბიბი-გეიჯის ჩხუბში მოგებულს.

კომენტარები

ბოლო ამბები