Thumbnail

ო'მალისთან ჩხუბი რეალური ხდება - დვალიშვილი გულშემატკივარს აქტიურობას თხოვს

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • მერაბ დვალიშვილს შონ ო'მალისთან ჩხუბი სურს
  • ო'მალიმ მეტოქეს სოციალურ ქსელში უპასუხა
  • მერაბი გულშემატკივარს აქტიურობისკენ მოუწოდეს

გუსტავო ლოპესთან შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ, მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალი გამოიწვია. ეს უკანასკნელი ამჟამად რეიტინგში მე-15 ადგილზეა 12 გამარჯვებით და არცერთი მარცხი არ აქვს. დვალიშვილის მოგებების სერიის და ძალიან კარგი პერფორმანსების შემდეგ სამართლიანი პრეტენზია აქვს, რომ რეიტინგის TOP 15-ში ადგილი აუცილებლად ეკუთვნის. ო'მალი მისთვის პრინციპული მეტოქეა.

შონ ო'მალიმ ქართველ მებრძოლს ირიბად უპასუხა: 'ვინც მერაბ დვალიშვილისა და ბრაიან კელეჰერის ბრძოლაში მოიგებს, ჩემს ფოტოს გავუგზავნი ავტოგრაფით!' 

ო'მალის ორივე მებრძოლი გამოეხმაურა. კელეჰერმა შეახსენა, რომ მან თავის გამარჯვებებს სუსტ მებრძოლებთან ბრძოლებში მიაღწია, ხოლო მერაბ დვალიშვილმა კი ბრძოლის კონტრაქტზე ხელის მოწერა მოთხოვა.

დვალიშვილი: 'ერთადერთი, რასაც ხელი უნდა მოაწერო, ბრძოლის კონტრაქტია.'

სოციალურ ქსელში მერაბმა გულშემატკივარს აქტიურობა თხოვა. UFC-ში კარგი პრომოუშენი და ბრძოლის წინ შექმნილი დიდი მოლოდინები ჩხუბის გამართვას მხოლოდ ხელს უწყობს. ო'მალის პასუხიც იმას ნიშნავს, რომ ამ ბრძოლის მოლოდინი რეალურია, გულშემატკივრის აქტივობას კი UFC-ს ხელმძღვანელობა შეუძლია დაარწმუნოს, რომ ეს ბრძოლა მაყურებლისთვის საინტერესო და კარგი გასაყიდი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები