Thumbnail

'კონორს ისევ შეუძლია გახდეს ჩემპიონი' - ამბობს ჟორჟ სენ-პიერი

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • MMA-ს ლეგენდამ თანამედროვე მებრძოლებზე ისაუბრა
  • GSP-ის აზრით კონორს ჯასტინ გეიჯისთან მეტი შანსი აქვს

ლეგენდარულმა სპორტსმენმა, კანადელმა - ჟორჟ სენ-პიერმა თანამედროვე მებრძოლებზე ისაუბრა, მათ შორის ხორხე მასვიდალზე, რომელმაც განაცხადა, რომ სენ-პიერს 'სახეს დაუნგრევდა. "მასვიდალი კარგი მებრძოლია, მაგრამ მე სპორტიდან იმიტომ კი არ წავედი, რომ ვინმეს ცემა არ შემიძლია, უბრალოდ მომბეზრდა ეს საქმე."

კანადელს ჯასტინ გეიჯის და ტონი ფერგიუსონის ჩხუბზეც ჰკითხეს "ვერ მივხვდი ტონიმ რატომ არ იჭიდავა... არ შეიძლება, გეიჯის ნაირ 'სტრაიკერს' 5 რაუნდი წინ დაუდგე, თან ეს მაშინ, როდესაც ტონი ფერგიუსონი ხარ და ხალხის გაგუდვა შენი ერთ-ერთი უძლიერესი მხარეა."

"კონორს აქვს ქამრის დაბრუნების შანსი, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ გეიჯი ხაბიბს დაამარცხებს. აი, გეიჯი V კონორი კარგი საყურებელი ჩხუბი იქნება. მაგრამ მოუგებს გეიჯი ხაბიბს? ეჭვი მეპარება, ხაბიბი ხომ დაუმარცხებელი მებრძოლია."

კომენტარები

ბოლო ამბები