Thumbnail
  • იტალია-არგენტინის მატჩის წინ ჯანლუიჯი ბუფონი მედიას შეხვდა. 
  • იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ ერთმანეთს ლეო მესი და კრიშტიანო რონალდო შეადარა. 

არგენტინის ნაკრებთან ამხანაგური მატჩის წინ იტალიის ნაკრების ლეგენდარულმა მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა, რომელიც ეროვნულ გუნდს დაუბრუნდა, თანამედროვე ფეხბურთის ორი საუკეთესო წარმომადგენელი - ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო - ერთმანეთს შეადარა.

► ტალანტები აღარ არიან, ტალანტები! - გულახდილი ინტერვიუ ჯიჯი ბუფონთან

► ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ბუფონს გაუტანეს

ლეო მესი ლა ლიგაში 25 გოლით ლიდერობს და კრიშტიანო რონალდოს 3 გოლით უსწრებს. სამაგიეროდ, რონალდოს ჩემპიონთა ლიგაზე 12 გოლი აქვს გატანილი, მესის - 6.

ბუფონი ორივეს დიდად აფასებს, თუმცა მაინც მესისკენ იხრება, მას მიაჩნია, რომ არგენტინელი უფრო "სრულყოფილია", ვიდრე პორტუგალიელი "მკვლელი".

ჯიჯი ლეოზე:

"მესი უფრო სრულყოფილი ფეხბურთელია, რადგან ის შეტევას უფრო სიღრმიდან იწყებს. იგი უფრო ტექნიკურია და მოედანს უკეთ ხედავს. მისი ოსტატობა უფრო გამთამაშებლისას შეეფერება, ვიდრე ფორვარდისას. ისე კი, ორივე ერთმანეთისგან ძალზე განსხვავებული ფეხბურთელია".

ჯიჯი კრიშტიანოზე:

"კრიშტიანო, ალბათ უფრო იმიტომ, რომ ცოტათი უფროსია, ბოლო პერიოდში საჯარიმოში მოქმედებს და იქ ნამდვილი "მკვლელი" გახდა. ადრინდელისგან განსხვავებით, ის მეტ ენერგიას იზოგავს - აღარ მოქმედებს ფლანგზე, აღარ ცდილობს იქ ჩვეულ დრიბლინგს. მაგრამ საჯარიმოში მცირე შანსიდან შეუძლია გოლის შექმნა".

კომენტარები

ბოლო ამბები