Thumbnail

‘ფეხბურთს აღარ ვუყურებ!’ - დონალდ ტრამპის პასუხი NFL-ს და ფეხბურთის ფედერაციას

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • დონალდ ტრამპი აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა
  • ამერიკის პრეზიდენტმა NFL-საც უპასუხა  

დონალდ ტრამპი NFL-ისა და აშშ-ის საფეხბურთო ნაკრების მატჩების ყურებას აღარ აპირებს. აშშ-ის 74 წლის პრეზიდენტმა ამის შესახებ ტვიტერში დაპოსტა პასუხად იმისა, რომ ამერიკულ ფეხბურთში, MLS-ში და ასევე აშშ-ის საფეხბურთო ნაკრების მატჩებზე ჰიმნის დროს ჩამუხლვას დიდი ალბათობით დაუშვებენ.

დონალდ ტრამპი და ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო

მანამდე, ტრამპის კოლეგამ პარტიაში, ჯიმ ჯორდანმა ასევე ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში დასვა კითხვა, რომელიც ასე ჟღერდა: “ნუთუ მართლა მართალია ის, რომ ამერიკის ნაკრები გუნდების თამაშებზე, ჰიმნის დროს სპორტსმენები ფეხზე აღარ იდგებიან?” ტრამპმა პასუხი არ დააგვიანა: საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ NFL-იც ამ გზას ადგას და თუ ასე მოხდება, მე მათ თამაშს აღარ ვუყურებ!” - დაპოსტა ტრამპმა.

მანამდე, 4 წუთით ადრე მან ასევე გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებას ეხებოდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ფეხბურთელებს ნება მიეცემათ, აშშ-ის ჰიმნის დროს ფეხზე არ იდგნენ: “ამას აღარ ვუყურებ!” - ასეთი იყო ტრამპის პოსტი.

როგორც იცით, აშშ-ის პრეზიდენტმა ახლო წარსულში ჰიმნის დროს ე.წ. ჩამუხლვა ბევრჯერ გააკრიტიკა. მისი აზრით, ასეთი პროტესტი შეურაცხყოფს ამერიკის დროშას და ჯარს. ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე კოლინ კაპერნიკი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მატჩის წინ შესრულებული აშშ-ის ჰიმნის დროს, ქვეყანაში არსებული რასობრივი უთანასწორობისადმი პროტესტის ნიშნად, ფეხზე არ წამოდგა. ამის გამო მას ტრამპმა 2017 წელს “მეძავის შვილიც” კი უწოდა და მოითხოვა, რომ გუნდიდან გაეგდოთ ყველა მოთამაშე, ვინც ჰიმნის დროს ფეხზე არ იდგებოდა.

ჯორჯ ფლოიდის სკანდალური გარდაცვალების შემდეგ აშშ-ში დიდი საპროტესტო ტალღაა. აშშ-ის ფეხბურთის ფედერაცია ფეხბურთელებს ნებას რთავს, ქვეყნის ჰიმნის დროს ჩაიმუხლონ და ამისათვის არ დაისჯებიან. იგივეს აპირებს NFL-იც.

📋 მეტი ამ თემაზე:

46 წლის ჯორჯ ფლოიდი ოთხმა სამართალდამცველმა 25 მაისს მინეაპოლისში დააკავა. თვითმხილველის მიერ გადაღებულ კადრებში მიწაზე იძულებით დაწვენილ შავკანიან მამაკაცზე პოლიციელს, დერეკ შოვინს მუხლი მანამ აქვს მიბჯენილი, სანამ დაკავებული გონებას არ დაკარგავს. მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სხვადასხვა ქალაქებში გამოსული საზოგადოების პროტესტს მასობრივი არეულობები, დარბევები და მსხვერპლიც მოჰყვა. დემონსტრაციებში აქტიურად არიან ჩართულნი სპორტსმენებიც.

კომენტარები

ბოლო ამბები