Thumbnail

ზედიზედ მე-4 მოგება UFC-ში! დვალიშვილმა გუსტავო ლოპესი დაამარცხა

  • მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მე-6 ბრძოლა გამართა
  • მისი მეტოქე 30 წლის ამერიკელი გუსტავო ლოპესი იყო

14 ივნისს, ლას ვეგასში UFC-ს მორიგი ღონისძიება გაიმართა. ქართველი გულშემატკივრების განსაკუთრებულ ინტერესს მერაბ დვალიშვილის ბრძოლა იწვევდა, რომელსაც რეი ბორგთან უნდა ეჩხუბა, თუმცა ბორგი პირადი მიზეზების გამო UFC-ს ამ ღონისძიებაში ვერ ჩაერთო და მის ნაცვლად ქართველი მებრძოლი 30 წლის გუსტავო ლოპესს დაუპირისპირდა.

📋 მეტი ამ თემაზე

დვალიშვილმა სამივე რაუნდი კარგად ჩაატარა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. მან ამერიკელ მეტოქესთან 13 თეიქდაუნი შეასრულა, რითიც საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. მსაჯების გადაწყვეტილებით, მერაბმა მეტოქეს ასეთი ანგარიშით სძლია - 30:25, 30:26, 30:26.

He got scolded for climbing the cage, but Merab "The Machine" Dvalishvili UFC is "just happy."

Posted by ESPN MMA on შაბათი, 13 ივნისი, 2020

ქართველმა მებრძოლმა შონ ო'მალი გამოიწვია. მერაბმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ოცნება შონის დამარცხება და მსოფლიოს გაოცება იყო. დვალიშვილს UFC-ში უკვე 6 ბრძოლა დაუგროვდა, საიდანაც 4 მოიგო და 2 ბრძოლაში დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები