Thumbnail

'სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობას არ ვაპირებ' - ლაშა ტალახაძის განმარტება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

ლაშა ტალახაძის რადიო უცნობის გადაცემაში სტუმრობამ დიდი რეზონანსი გამოიწვია. მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა განაცხადა, რომ შესაძლოა მომავალში სხვა ქვეყანაში წასვლაზე დაფიქრდეს. ამ თემას, ლაშა კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში განმარტება გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ…

ლაშა ტალახაძე: “ერთ-ერთ გადაცემაში ჩემმა ბოლო კომენტარმა, როგორც ვხვდები, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ამიტომ განმვარტავ, რომ არცერთი ქვეყნის სახელით ასპარეზობას არ ვაპირებ. როგორც იცით, არაერთხელ მქონია სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლის შემოთავაზება, თუმცა როგორც ხედავთ, არსად წავსულვარ და ასე იქნება მომავალშიც. არასოდეს, არც კი დავინტერესებულვარ, რა თანხებზე იყო საუბარი და რას მთავაზობდნენ. ჩემთვის მხოლოდ საქართველოს დროშის ქვეშ ასპარეზობაა მისაღები და მხოლოდ ჩემი ჰიმნის აჟღერება.

რაც შეეხება კომენტარს, მე ვთქვი, რომ შესაძლოა ოდესმე სადმე წავიდე, ოღონდ ეს სპორტულ კარიერას არ ეხება. ამ ეტაპზე, მხოლოდ ის მადარდებს, თუ როდის შევძლებთ სრულოფასოვანი ვარჯიშის დაწყებას, რომ მომავალ ჩემპიონატებზე ჩვენი ჰიმნი კიდევ ერთხელ ავაჟღერო.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში ძალოსნობა საქართველოში ბევრად განვითარდა, გვაქვს სავარჯიშოდ კარგი პირობები, სრულფასოვანი შეკრებები და ჩემი შრომა და რეკორდები სახელმწიფოს მხრიდან მიფასდება. თუ კარგად მოუსმენთ ჩემ საუბარს, მიხვდებით რომ სხვას არაფერს ვამბობ. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც სპორტის განვითარებისთვის ზრუნავს და შედეგზეც ასახულია ეს ყველაფერი. ზუსტად ამას ვსაუბრობ ჩემს ინტერვიუშიც”.

ერთ-ერთ გადაცემაში ჩემმა ბოლო კომენტარმა როგორც ვხვდები დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ამიტომ განმვარტავ, რომ არცერთი ქვეყნით...

Posted by Lasha Talaxadze on პარასკევი, 12 ივნისი, 2020

ლაშა ტალახაძე 2016 წლის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია, 4-4-გზის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონია. მას ეკუთვნის მსოფლიო რეკორდები როგორც ატაცში, ისე აკვრაში.

კომენტარები

ბოლო ამბები