Thumbnail
  • იაპონიაში მკაცრი შეზღუდვების გამო, სუძუკას გრანპრი გაუქმდა
  • 2020 წელს არც ქალაქის რბოლები გაიმართება

კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო ფორმულა 1-ის ხელმძღვანელები იძულებულები გახდნენ, ევროპის მიღმა ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული რბოლა გაეუქმებინათ. აზერბაიჯანისა და სინგაპურის რბოლებთან ერთად, წელს არც იაპონიის გრანპრი გაიმართება. ეს ინფორმაცია ფორმულა 1-ის პრეს-სამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა.

გამოკითხვა

ვინ გახდება ჩემპიონი?

  • ლუის ჰემილტონი
  • მაქს ფერსტაპენი
  • ვალტერი ბოტასი
  • შარლ ლეკლერი
  • სებასტიან ფეტელი
  • სხვა

BBC-ის ინფორმაციით, ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობა ეცდება, 8-ზე მეტი რბოლა ჩაატაროს და აზრბაიჯანის, სინგაპურისა და იაპონიის რბოლების ნაცვლად, ლუის ჰემილტონმა და კომპანიამ ევროპაში იასპარეზონ. ერთ-ერთი ვარიანტი ჰოკენჰაიმრინგია. გერმანიის ეტაპის ჩატარება სექტემბერში რეალურია. ასევე შეიძლება დაემატოს კანადის გრანპრიც.

როგორც იცით, პანდემიის გამო მსოფლიოს ჩემპიონატი წელს ჯერ კიდევ არ დაწყებულა. სტარტი ივლისის დასაწყისშია დაგეგმილი და პირველი რბოლა “რედ ბულ რინგზე” უნდა გაიმართოს. შპილბერგის ტრასაზე ორი ეტაპი ჩატარდება - ავსტრიის გრანპრი (5 ივლისი) და შტირმარკის გრანპრი (12 ივლისი).

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ავსტრიის გრანპრის?

  • ლუის ჰემილტონი
  • მაქს ფერსტაპენი
  • ვალტერი ბოტასი
  • შარლ ლეკლერი
  • სებასტიან ფეტელი
  • სხვა

ამის შემდეგ კალენდარში დაგეგმილია უნგრეთის გრანპრი (19 ივლისი), რასაც სილვერსტოუნზე ორი რბოლა უნდა მოჰყვეს - დიდი ბრიტანეთის გრანპრი (2 აგვისტო) და 70-იანი წლების გრანპრი (9 აგვისტო). მე-6, მე-7 და მე-8 რბოლები ესპანეთში (16 აგვისტო), ბელგიასა (30 აგვისტო) და იტალიაშია (6 სექტემბერი) დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები