Thumbnail
  • საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ლელოები, ჯარიმები, გარდასახვები რაგბი ევროპაზე.
  • ვინ მოუტანა ნაკრებს ყველაზე მეტი ქულა?

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2018 წლის რაგბი ევროპა ბრწყინვალედ ჩაატარა. ქართველმა მორაგბეებმა ხუთი მატჩიდან ხუთივე მოიგეს და ჯგუფში პირველი ადგილი ღირსეულად დაიკავეს. აღსანიშნავია, რომ ბორჯღალოსნებმა ორი ტიტულის დაბრუნება მოახერხეს. რუმინეთთან გამარჯვების შემდეგ - ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპას თასი და ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი თბილისში დატოვეს.

იტალია მოგვეწონა, მაგრამ საქართველო შანსს იმსახურებს - THE SAINT-ის ექსპერტები
► საქართველომ ტიტულები დაიბრუნა - რუმინეთი დამარცხებულია!

გთავაზობთ, ბორჯღალოსნების სტატისტიკას რაგბი ევროპას დასრულებულ გათამაშებაში. ქართველმა მორაგბეებმა 26 ლელო დადეს ტურნირზე, გარდასახვის გატანა 20-ჯერ მოახერხეს. რაც შეეხება ჯარიმებს, ქართველებმა ტურნირზე 6 ჯარიმა გაიტანეს, თუმცა უნდა აღნიშნოს, რომ ბორჯღალოსნებს ბელგიასთან და გერმანიასთან ჯარიმები არ შეუსრულებიათ.

გიორგი მელიქიძემ ესპანეთთან შეხვედრაში სადებიუტო ლელო დადო.

რაგბი ევროპას ხუთი ტურის თხუთმეტ შეხვედრაში არცერთი არეკნი არ გასულა. ქართველი მორაგბე მინდვრიდან მხოლოდ ორჯერ გაასინბინეს - ბელგიასთან შალვა მამუკაშვილი, რუმინეთთან გიორგი ნემსაძე.

ბორჯღალოსანთა მხრიდან ყველაზე მეტი ლელო
გიორგი კვესელაძემ დადო - 3.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპაზე 188 ქულა დააგროვა, აქედან ყველაზე მეტი ქულა ბექა წიკლაურს ეკუთვნის. ბექამ 13 გარდასახვა გაიტანა და ერთი ლელო დადო - სულ 31 ქულა. წიკლაურზე ერთი ქულით ნაკლები ჰქონდა სოსო მათიაშვილს, რომელმაც 6 ჯარიმა და 6 გარდასახვა გაიტანა.

ბორჯღალოსანთა მხრიდან 26 ლელოს დადება 16-მა მორაგბემ მოახერხა: გიორგი კვესელაძე (3), ზურა ჟვანია (2), ლევან ჩილაჩავა (2), სანდრო თოდუა (2), ანზორ სიჭინავა (2), ანტონ ფეიქრიშვილი (2), მიშო გაჩეჩილაძე (2), კახა ასიეშვილი (2). თითო ლელოთი თავი გამოიჩინეს: ოთარ გიორგაძემ, ლაშა ხმალაძემ, გიორგი მელიქიძემ, მერაბ კვირიკაშვილმა, ლაშა ლომიძემ, შალვა მამუკაშვილმა, გიორგი ფრუიძემ და ბექა წიკლაურმა. ერთიც საჯარიმო ლელო ესპანეთთან.

კომენტარები

ბოლო ამბები