Thumbnail

UFC | დვალიშვილი ბორგთან აღარ იჩხუბებს - ახალი მეტოქე ცნობილია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მერაბ დვალიშვილს რეი ბორგთან უნდა ეჩხუბა, თუმცა მეტოქე შეეცვალა
  • ქართველ მებრძოლს ამერიკელ გუსტავო ლოპესთან დაპირისპირება მოუწევს

14 ივნისს, ლას ვეგასში UFC-ს მორიგი ღონისძიება გაიმართება. მთავარი ბრძოლა ჯესიკა აის და სინტია კალვიოს შორის შედგება, თუმცა ქართველი გულშემატკივრების განსაკუთრებულ ინტერესს მერაბ დვალიშვილის ბრძოლა იწვევს, რომელსაც რეი ბორგთან უნდა ეჩხუბა, თუმცა როგორც გაირკვა, რეი ბორგი პირადი მიზეზების გამო UFC-ს ამ ღონისძიებაში ვერ ჩაერთვება.

მერაბს ახალი მეტოქე ჰყავს. მას ამერიკელ გუსტავო ლოპესთან დაპირისპირება მოუწევს, რომელსაც UFC-ში დებიუტი ექნება. ლოპესს პროფესიონალურ კარიერაში 11 მოგება და 4 მარცხი აქვს.

მერაბს UFC-ში 5 ბრძოლა აქვს გამართული: 2 მარცხი და 3 მოგება. აღსანიშნავია, რომ მან ბოლო სამი ბრძოლა მოიგო და გამარჯვებათა სერიის გასაგრძელებლად ემზადება.

კომენტარები

ბოლო ამბები