Thumbnail

ჯოკოვიჩმა და ჩოგბურთის სხვა ვარსკვლავებმა ბელგრადში ფეხბურთი ითამაშეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბელგრადში საჩოგბურთო ტურნირი Adria Tour იწყება
  • ტურნირის წინ ჩოგბურთის ვარსკვლავებმა გართობა გადაწყვიტეს

მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა და ATP ტურის სხვა ვარსკვლავებმა ბელგრადში საფეხბურთო მატჩში მიიღეს მონაწილეობა...

ნოვაკის გუნდი

კორონავირუსის პანდემიის გამო, ATP-ის ტური 31 ივლისამდე შეჩერებულია, ჩოგბურთელებს კი დრო გამოუჩნდათ. ჯოკოვიჩმა და სხვებმა Adria Tour-ის ეგიდით ბელგრადში უნდა ითამაშონ, მანამდე კი მათ საფეხბურთო მატჩით ისიამოვნეს. 

ნოვაკთან ერთად გუნდში ითამაშეს ალეკსანდერ ზვერევმა, გრიგორ დიმიტროვმა, დომინიკ ტიმმა და სხვებმა. "საოცარი დრო გავატარე ამ ბიჭებთან ერთად მოედანზე", - დაწერა ნოვაკმა "ინსტაგრამზე".

 

Adria Tour ოთხ რაუნდად გაიმართება - 13-14 ივნისს ბელგრადში, ხოლო 20-21 ივნისს ზადარში (ხორვატია). 27-28 ივნისს ჩოგბურთელები მონტენეგროში ითამაშებენ, ხოლო 3-4 ივლისს ბანია ლუკაში (ბოსნია & ჰერცეგოვინა). 

ამ ტურნირზე თამაშის თანხმობა ნიკოლოზ ბასილაშვილსაც ჰქონდა მიცემული, მაგრამ ცნობილი მოვლენების გამო, ქართველი ჩოგბურთელის თამაში ბელგრადში გამოირიცხა.  

კომენტარები

ბოლო ამბები