Thumbnail

ლაშა ტალახაძე: მომავალში შეიძლება, საქართველოდან წასვლაზეც დავფიქრდე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ რადიო უცნობში სტუმრობისას საინტერესო თემებზე ისაუბრა. ლაშას თქმით, ქართველი სპორტსმენები მეტ დაფასებას იმსახურებენ და თუ ვითარება არ შეიცვალა, მომავალში სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე შეიძლება დაფიქრდეს...

ლაშა ტალახაძე (ძალოსანი): "მქონდა შემოთავაზებები, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიმეღო. თავიდან, როდესაც მივიღე ასეთი შემოთავაზება, ერთ ყურში შევუშვი და მეორედან გავუშვი, რადგან რაც არ უნდა შემოეთავაზებინათ, ჩემთვის ეს მიუღებელი იყო.

დღემდე ასე ვარ, რომ მთავარი საქართველოს ჰიმნის აჟღერებაა, მაგრამ რაც უფრო პიკისკენ მიდიხარ სპორტსმენი, ტოტულებთან ერთად, უკან რომ მოიხედავ, რაღაც უნდა დაგრჩეს.

იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ადამიანია შენზე დამოკიდებული, მათაც სჭირდებათ გვერდში დგომა. ამ ეტაპზე ნამდვილად არა, მაგრამ როდესაც პიკს მივუახლოვდები, თუ არაფერი შეიცვალა, შეიძლება მართლაც დავფიქრდე, რომ წავიდე და ცხოვრება მოვიწყო.

მარტო ჩემზე არ არის ლაპარაკი. არიან ბიჭები, რომლებიც ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონები ხდებიან. მაგალითად, გენო პეტრიაშვილი. არიან საქართველოში ისეთი ადამიანები, რომლებმაც ამ ბიჭების მიმართ უნდა გააკეთონ სიკეთე, რადგან იმსახურებენ და ეს მათი რეკლამაც იქნება. რაც უფრო მეტად დავაფასებთ სპორტსმენებს, მით უფრო კარგი შედეგები იქნება". 

ლაშა ტალახაძე 2016 წლის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია, 4-4-გზის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონია. მას ეკუთვნის მსოფლიო რეკორდები როგორც ატაცში, ისე აკვრაში.

კომენტარები

ბოლო ამბები