Thumbnail

'განსაკუთრებულები კი არა ნეხვები ვართ' - ტაისონს სიკვდილის არ ეშინია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

მაიკ ტაისონი ამბობს, რომ მას სიკვდილის არ ეშინია, ლეგენდარული მოკრივისთვის ცხოვრება უფრო რთულია...

მსოფლიოს ყოფილმა აბსოლუტურმა ჩემპიონმა პროფესიონალ მოკრივეთა შორის ახლახან The Sportsman-ს კალიფორნიულ სახლში უმასპინძლა და ბევრ საკითხზე ესაუბრა, მათ შორის დღევანდელ კრივზე, ტაისონ ფიურიზე და მარიხუანაზე. ყველაზე საინტერესო განცხადება ტაისონმა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხზე გააკეთა.

წაიკითხე | ხულიგანი, რომელიც ვერ გახდა მეფე - რკინის მაიკის ტრაგედია

"დიახ, მე არ მეშინია სიკვდილის! ჩემთვის, ალბათ, ცხოვრების გაგრძელება უფრო რთულია, ვიდრე სიკვდილის მიღება. 

ცხოვრებას ბევრი სიმამაცე სჭირდება, რომლის გარეშეც უბრალოდ ვერ გაქაჩავ. ადამიანებს ყველაფერი აქვთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ისინი იბრძვიან. ჩვენ საკუთარ თავებს ზედმეტად სერიოზულად ვუდგებით.

ჩვენ გვგონია, რაღაცას წარმოვადგენთ. ვინ ვართ ჩვენ სინამდვილეში? არავინ! თავი განსაკუთრებული გვგონია, ამ დროს კი ნეხვები ვართ".

53 წლის ყოფილ მოკრივეს შეეკითხნენ, კარიერის დროს თუ უფიქრია სიკვდილზე:

""ვიცი, რომ იყო იმის ალბათობა, რომ ვარჯიშზე ან ბრძოლისას დავღუპულიყავი. დიახ, ეს ვიცოდი. 

მაგრამ არ მეშინოდა. რადგან ვიცოდი, თუ ვინმე მოკვდებოდა, მკვლელობას ჩავიდენდი. საკუთარის რწმენამ თვითგადარჩენის მექანიზმი გამომიმუშავა. მაგრამ ახლა, როცა დიდი გამოცდილება დამიგროვდა და კარგად ვიცი, რისიც მჯერა, სრულიად მზად ვარ სიკვდილისთვის".

შეგახსენებთ, რომ მაიკ ტაისონმა ბოლო ბრძოლა 2005 წელს ჩაატარა. თუმცა ახლახან ტაისონ ფიურისთან ბრძოლას დათანხმდა.  

კომენტარები

ბოლო ამბები