Thumbnail
  • პაულო დიბალა იუვენტუსში თითქმის გაორმაგებულ ხელფასს ითხოვს
  • ტურინული გუნდის ხელმძღვანელობას არგენტინელის შენარჩუნება სურს

2019 წლის ზაფხულში ხშირად წერდნენ, რომ პაულო დიბალა ახლოს იყო ტურინის იუვენტუსის დატოვებასთან. არგენტინელის სახელს ყველაზე ხშირად მანჩესტერ იუნაიტედს უკავშირებდნენ, თუმცა პაულომ გადაწყვიტა, იტალიაში დარჩენილიყო და დაემტკიცებინა თავისი შესაძლებლობები.

2019/20 წლების სეზონში 26 წლის ფეხბურთელი საკმაოდ კარგად გამოიყურება და "ბებერი ქალბატონის" რიგებში ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა. სწორედ ამიტომ ტურინული გუნდის ხელმძღვანელობას მისი შენარჩუნება სურს.

არგენტინელს კონტრაქტი იუვენტუსთან 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. კლუბმა უკვე დაიწყო ფეხბურთელთან ხელშეკრულების გახანგრძლივების შესახებ მოლაპარაკებები. პაულოს უფრი დიდი ხელფასი სურს, ვიდრე ახლა აქვს.

დიბალა ხელფასის სახით წელიწადში 7.5 მილიონ ევროს იღებს. შემეტევს სურს ხელფასი თითქმის გაუორმაგონ და 11-12 მილიონი ევრო გაუხადონ. ასეთ შემთვევაში, არგენტინელი გუნდში მეორე ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მოთამაშე იქნება.

La Gazetta dello sport-ის ინფორმაციის თანახმად, თუ იუვენტუსის ხელმძღვანელობას სურს დიბალას მოთხოვნები დააკმაყოფილოს, მაშინ მათ ფინანსების კორექტირება მოუწევთ. სწორედ ამიტომ იტალიური კლუბი დიბალას გამო 4 მოთამაშის გაყიდვას აპირებს.

გასაყიდთა სიაში პირველი მირალემ პიანიჩია, რომლის დამატებაც ბარსელონას სურს. შემდეგი გონსალო იგუაინია. დიბალასა და რონალდოს გუნდში ყოფნის პერიოდში გონსალო აღარ სჭირდებათ. დანარჩენი ორი მოთამაშე კი ადრიენ რაბიო და ფედერიკო ბერნანდესკი არიან.   

კომენტარები

ბოლო ამბები