Thumbnail
  • აშშ-ში სპორტის წარმომადგენლებმა კოალიცია შექმნეს
  • მათ კონგრესს წერილით მიმართეს და კანონის შეცვლას ითხოვენ
  • წერილს ხელს ამერიკული სპორტის ლეგენდები აწერენ

ამერიკული სპორტის ლეგენდები, ყოფილი და ამჟამინდელი სპორტსმენები პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ აქციაში მონაწილეობენ და აშშ-ში შესაბამისი კანონის შეცვლას ითხოვენ. მათ შორის არიან ამერიკული ფეხბურთის ლეგენდა ტომ ბრეიდი, NBA-ს ლეგენდარული მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი და ბეისბოლისტი, ერთ-ერთი საუკეთესო აუტფილდერი ჯანკარლო სტენტონი.

საერთო ჯამში, NFL-ის, NBA-სა და MLB-ის ჯამში 1400-მა ყოფილმა ან ამჟამინდელმა წარმომადგენელმა მოაწერა ხელი წერილს, რომელიც ე.წ. “მოთამაშეების კოალიციამ” კონგრესს გაუგზავნა მოთხოვნით, შეიცვალოს კანონი და გაუქმდეს პოლიციელის იმუნიტეტი, რის გამოც სამართალდამცავის პასუხისგებაში მიცემა რთულია. სპორტსმენები და ყოფილი სპორტსმენები ითხოვენ, რომ ჯორჯ ფლოიდის ამბავმა ეს უნდა შეცვალოს.

ზემოთ ხსენებული სამეულის გარდა, ხელმომწერებს შორის არიან: დაკ პრესკოტი (ამერიკული ფეხბურთი), დრიუ ბრისი (ამერიკული ფეხბურთი), სტივ კერი (NBA, გოლდენ სტეიტის მთავარი მწვრთნელი), კიდევ არაერთი მენეჯერი და ფუნქციონი.

“ფაქტია, რომ პრობლემა გვაქვს. მთელი მსოფლიო გახდა მოწმე, როგორ მოკლა პოლიციელმა ჯორჯ ფლოიდი. და მსოფლიო ახლაც ხედავს, როგორ იქცევა პოლიცია მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ თეთრი სახლის წინ. პოლიციის უკონტროლო ავტორიტეტი წარსულს უნდა ჩაბარდეს. ცვლილების დროა,” - ეს წერილის ერთ-ერთი ნაწილია.

📋 მეტი ამ თემაზე:

46 წლის ჯორჯ ფლოიდი ოთხმა სამართალდამცველმა 25 მაისს მინეაპოლისში დააკავა. თვითმხილველის მიერ გადაღებულ კადრებში მიწაზე იძულებით დაწვენილ შავკანიან მამაკაცზე პოლიციელს, დერეკ შოვინს მუხლი მანამ აქვს მიბჯენილი, სანამ დაკავებული გონებას არ დაკარგავს. მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სხვადასხვა ქალაქებში გამოსული საზოგადოების პროტესტს მასობრივი არეულობები, დარბევები და მსხვერპლიც მოჰყვა. დემონსტრაციებში აქტიურად არიან ჩართულნი სპორტსმენებიც.

 

კომენტარები

ბოლო ამბები