Thumbnail
  • თასის ფინალში მიუნხენის ბაიერნი და ლევერკუზენის ბაიერი გავიდნენ
  • გერმანიის თასის ფინალი 5 ივლისს ბერლინში გაიმართება

გერმანიის თასის ნახევარფინალში მიუნხენის ბაიერნმა ფრანკფურტის აინტრახტი 2:1 დაამარცხა და ფინალში, რომელიც 5 ივლისს ბერლინში გაიმართება, ლევერკუზენს ეთამაშება.

პირველ ტაიმში თომას მიულერმა მეკარესთან მარტო დატოვა ივან პერიშიჩი, რომელმაც თავით გაიტანა. 69-ე წუთზე და კოშტამ მიუნხენელთა მცველების დაბნეულობით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. გადამწყვეტი რობერტ ლევანდოვსკის გოლი გამოდგა, რომელმაც 74-ე წუთზე ცარიელ კარში გაიტანა. ამ გოლმა ბაიერნი ფინალში ზედიზედ მესამედ გაიყვანა. 

⚽ კარიერაში პირველად: რობერტ ლევანდოვსკიმ სეზონში 45 გოლი გაიტანა.

ბაიერნი 2:1 აინტრახტი

გოლები: 1:0 პერიშიჩი 14', 1:1 და კოშტა 69', 2:1 ლევანდოვსკი 74'

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ალაბა, დევისი - კიმიხი, გორეტცკა (86. ხავი მარტინესი), მიულერი, პერიშიჩი (62. ლ. ერნანდესი) - ლევანდოვსკი

ზაარბრიუკენი 0:3 ლევერკუზენი

გოლები: 0:1 დიაბი 11', 0:2 ალარიო 19', 0:3 ბელარაბი 58'

კომენტარები

ბოლო ამბები