Thumbnail

'სპორტი ყველასთვის უნდა იყოს' - რა უჯდება იბრას შვილების მომზადება

  • შვედი ფორვარდი აშშ-ში ბავშვთა სპორტში არსებულ მაღალ გადასახადზე წუხს
  • 38 წლის ფეხბურთელის აზრით, სპორტი ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს

მილანის თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელიც 2018-19 წლებში MLS-ის კლუბ ლოს ანჯელეს გელექსიში გამოდიოდა, ამერიკულ სპორტში ბავშვის მომზადების მაღალ საფასურზე ისაუბრა. 38 წლის შვედი ფორვარდის აზრით, რომელსაც ორი ვაჟი ჰყავს - მაქსილიანი და ვინსენტი, სპორტი ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

"აშშ-ში სპორტი ძალიან ძვირია. ჩემი ბავშვები კარგ გუნდში თამაშობენ, თითოეულისთვის კი 3 500 დოლარის გადახდა მიწევს. ეს არ მომწონს, რადგან ყველას არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, სპორტი კი ყველასთვის უნდა იყოს, რადგან ის აერთიანებს ადამიანებს მათი წარმომავლობის მიუხედავად", - აცხადებს იბრა.

მილანში დაბრუნებულმა იბრამ სეზონის 10 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა

შვედ ვარსკლავს კარიერის განმავლობაში მალმიოში, აიაქსში, იუვენტუსში, ინტერში, ბარსელონაში, პსჟ-სა და0 მანჩესტერ იუნაიტედშიც უთამაშია, შვედეთის ნაკრების მაისურით კი, 116 მატჩში 62 გოლი აქვს გატანილი.

იტალიაში კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი სეზონის განახლება პარასკევს, ქვეყნის თასის ნახევარფინალური მატჩებით იგეგმება. 12 ივნისს იუვენტუსისა და მილანის დაპირისპირება გაიმართება, რომლის პირველი მატჩიც 1:1 დასრულდა. 13 ივნისს კი ფინალის საგზურისთვის ნაპოლი და ინტერი ითამაშებენ (პირველი შეხვედრა ნაპოლიმ 1:0 მოიგო). ფინალი 17 ივნისსაა დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები