Thumbnail

ჯორდანმა 200-კილოგრამიანი თევზი დაიჭირა, პრიზი კი მაინც არ მისცეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • კალათბურთის ლეგენდა თევზაობაშიც ნიჭიერი ყოფილა
  • მაიკლ ჯორდანმა თავი ტრადიციულ ტურნირზე გამოიჩინა

ლეგენდარულმა ამერიკელმა კალათბურთელმა მაიკლ ჯორდანმა მონაწილეობა მიიღო მეთევზეთა ტურნირში და საოცარ ნადავლსაც გამორჩა. ტრადიციულ შეჯიბრში Big Rock Blue ჯორდანი გუნდ Catch 23-თან ერთად ჩაერთო და 200-კილოგრამიანი მარლინი დაიჭირა.

“მორჰედ სიტიში დიდი ხანია არ ვყოფილვარ და აქ ჩამოსვლა ძალიან მახარებს, რადგანაც ეს ადგილი ჩემი მშობლიური უილმინგტონიდან სულ რაღაც 100 მილშია. მადლობა ორგანიზატორებს მოწვევისთვის, კარგად გავერთე”, - აღნიშნა მაიკლმა, რომელიც მყის ჟურნალისტთა ყურადღების ცენტრში მოექცა.

საინტერესოა, რომ ჯორდანის მიერ დაჭერილი თევზი გრანდიოზული კი გახლდათ, თუმცა, მხოლოდ მე-5 პოზიციაზე გავიდა. ტურნირის საპრიზო ფონდი 3.3 მილიონი დოლარი იყო, რომელიც მხოლოდ პირველ-მესამე ადგილოსნებზე გადანაწილდა, ამდენად, მაიკლი ჯილდოს გარეშე დარჩა.

შეგახსენებთ, რომ ჯორდანი 1984 წლის დრაფტზე მე-3 ნომრად იქნა არჩეული და ჩიკაგო ბულსთან ერთად NBA-ს ჩემპიონი 6-ჯერ გახდა. მაიკლი ლიგის ფინალების 6-გზის უძვირფასესი მოთამაშეა (MVP), სეზონის MVP 5-ჯერ იყო, ლიგის “ოლ სტარში” კი 14-ჯერ უთამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები