Thumbnail

იტალია მოგვეწონა, მაგრამ საქართველო შანსს იმსახურებს - The Saint-ის ექსპერტები

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ექვსი ერის დასრულების შემდეგ მედიაში ისევ აქტუალურია საქართველოს თემა.
  • შოტლანდიელი ექსპერტები საქარველოსთვის შანსის მიცემას ემხრობიან.

ბრიტანულმა (შოტლანდიურმა) გაზეთმა The Saint-მა ახლახან დასრულებული ექვსი ერის პირველობა შეაჯამა. ეს გაზეთის სპორტულმა ექსპერტებმა სიორას ლაიალმა, გას პორტიგმა და ენდრიუ სინკლერმა (გაზეთის სპორტული რედაქტორი) გააკეთეს. 

► საქართველომ ტიტულები დაიბრუნა - რუმინეთი დამარცხებულია!

► ექვსი ერი - ირლანდიამ დიდი სლემი და სამმაგი გვირგვინი მოიგო

ერთ-ერთი კითხვა უშუალოდ უკავშირდებოდა საქართველოს ნაკრების ექვსი ერის პირველობაზე სავარაუდო ჩართვის საკითხს, უკვე ჩავლილი ტურნირის შთაბეჭდილებების ფონზე. კითხვაზე სამივე ექსპერტმა გასცა პასუხი.

The Saint: იტალიის ნაკრებმა კვლავ უკანასკნელი ადგილი დაიკავა ტურნირში. ამ გუნდს ბოლო 5 პირველობაზე მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს.

ამავე დროს, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ერთა თასი ბოლო 8 წელიწადში მეშვიდედ მოიგო. ხომ არ არის ექვს ერში გავარდნა-შემოსვლის ინსტიტუტის დამკვირდრების დრო?

ენდრიუ სინკლერი:

ტურნირის დაწყებამდე თავიდან ბოლომდე ამ აზრს ვემხრობოდი. იტალია დიდი ხანია, განხილვის თემაა და საქართველოც იმსახურებს შანსს. ამ ტურნირმა ცოტა შემაეჭვა. იტალია ძალიან ენერგიულად თამაშობდა და ძალიან არ გაუმართლდა, როცა შოტლანდიასთან ვერ მოიგო. მათ უჭირთ ასე მაღალ დონეზე სტაბილურად თამაში, მაგრამ ო'შის გუნდი ვითარდება. მწვრთნელმა რამდენიმე ბრწყინვალე ტალანტი დაამატა ნაკრებს.

თუმცა ისევ ვფიქრობ, რომ პლეი ოფის სისტემა კარგი იქნებოდა. პლეი ოფის გამართვა შესაძლებელია ზაფხულში ორ მატჩად. ეს იტალიას შანსს მისცემს ექვს ერზე არამარტო პრესტიჟისთვის ითამაშოს, ხოლო ქართველ მორაგბეებს რეალურ მიზანს დაუსახავს.

ეს კარგი იქნება სხვა გუნდებისთვისაც - თუ დავუშვათ, იტალია არ დაიკავებს ბოლო ადგილს, მათ დასამტკიცებელი ექნებათ საქართველოსთან მატჩში, რომ ჩავარდნა შემთხვევითობა იყო.

რაგბი არ უნდა იყოს ჩაკეტილი, ის უნდა იყოს ღია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეორე და მესამე დონის ქვეყნებს "დიდ ბიჭებთან" ბრძოლის შანსი მიეცეთ.

ექვსი ერის კაპიტნები
სიორას ლაიალი:

ძალიან რთული საკითხია. ო'შის ხელში იტალიამ მართლა მოუმატა, თუმცა თამაში მაინც ვერ მოიგო. კონტინენტზე სხვა კარგი გუნდებიც არიან და ისინიც იმსახურებენ შანსს. არა მარტო საქართველო, ალბათ, რუმინეთიც, რომელიც ყოველ მსოფლიოს თასზე მონაწილეობს.

ვეთანხმები ენდრიუს, რომ ამ სისტემის შემოღება ექვსი ერის ტურნირის არასაჩემპიონო ბრძოლებსაც თვალსასეიროს გახდის. ასეთმა სისტემამ კარგად იმუშავა შოტლანდიურ ფეხბურთში.

გას პორტიგი:

ცოტა ძნელია, ისეთი ტურნირის ნახვა ევროპაში, სადაც გუნდებს ავტომატურად აქვთ მოპოვებული თამაშის უფლება. ბევრი ამბობს, რომ ექვსი ერი ის აღარ არის, რაც ადრე იყო და პლეი ოფის შემოღება მის წინსვლას ხელს შეუწყობს.

ვიცი, რომ იტალიელებს პროგრესი აქვთ, მაგრამ მათ უკვე წლებია, ეძლევათ შანსი, რამე შედეგი "დადონ". არ მომწონს ბონუს ქულების სისტემაც - ოთხ ლელოზე ბონუსი კარგია, მაგრამ 7 ქულაზე ნაკლებით წაგებაზე ქულის დარიცხვა ძალიან არაპროფესიონალური მგონია. 

კომენტარები

ბოლო ამბები