Thumbnail

მერაბ დვალიშვილის ჩხუბი მთავარ ბრძოლებს შორის გაიმართება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 📅 14 ივნისი | 🌏 ლას ვეგასი | 👊 მერაბ დვალიშვილი V რეი ბორგი
  • მერაბს UFC-ში 5 ბრძოლა აქვს გამართული: 2 მარცხი და 3 მოგება

14 ივნისს, ლას ვეგასში UFC-ს მორიგი ღონისძიება გაიმართება. მთავარი ბრძოლა ჯესიკა აის და სინტია კალვიოს შორის შედგება, თუმცა ქართველი გულშემატკივრების განსაკუთრებულ ინტერესს მერაბ დვალიშვილის ბრძოლა იწვევს. 

მერაბ დვალიშვილი რეი ბორგს შეხვდება და აღსანიშნავია, რომ ეს ორთაბრძოლა მეინ ქარდში, ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირებების ნაწილში შედგება. მეინ ქარდში ქართველმა მებრძოლმა მხოლოდ ორჯერ იასპარეზა და ორივეჯერ ეს ფაქტი ლევან მაყაშვილს უკავშირდება. მაშინ, 2015 წელს, მაყაშვილმა ჯერ მარკ ედივასი დაამარცხა, შემდეგ კი ჰაკრან დიასთან დამარცხდა.

მერაბს UFC-ში 5 ბრძოლა აქვს გამართული: 2 მარცხი და 3 მოგება. აღსანიშნავია, რომ მან ბოლო სამი ბრძოლა მოიგო და გამარჯვებათა სერიის გასაგრძელებლად ემზადება. ბორგს UFC-ში 12 ბრძოლა აქვს ჩატარებული. მას 7 მოგება და 5 მარცხი დაუგროვდა.

კომენტარები

ბოლო ამბები