Thumbnail

დიბალას იუვენტუსთან კონტრაქტი აქვს და ბარსელონაზე ლაპარაკობს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • პაულო დიბალა იუვენტუსში 2015 წლიდან ასპარეზობს
  • ამ პერიოდში, 152 მატჩი გამართა და 64 გოლი გაიტანა

იუვენტუსის არგენტინელმა თავდამსხმელმა პაულო დიბალამ განაცხადა, რომ სიამოვნებით ითამაშებდა ბარსელონაში, თუმცა დაამატა, რომ ტურინში თავს კარგად გრძნობს... 

“ბარსელონა უდიდესი გუნდია, ლიონელ მესისთან ერთად კი კიდევ უფრო დიდი. ბარსაში სიამოვნებით ვითამაშებდი, მაგრამ იუვენტუსიც საოცარი გუნდია, მდიდარი ისტორიით. იუვეში იმდენი ვარსკვლავია, რომ ორ გუნდს ეყოფა, კრიშტიანო რონალდო და ჯანლუიჯი ბუფონი კი მათ შორისაც გამოირჩევიან. იუვენტუსთან კიდევ 2-წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს. აქ ყველაფერი მომწონს. გულშემატკივრების მხრიდან დიდ სიყვარულს ვგრძნობ და ისინი მეც ძალიან მიყვარს,” - განაცხადა პაულო დიბალამ.

იუვენტუსი სეზონის რესტარტისთვის ემზადება

პაულო დიბალა იუვენტუსში 2015 წლიდან ასპარეზობს. ამ პერიოდში, ტურინული გუნდის შემადგენლობაში 152 მატჩი გამართა და 64 გოლი გაიტანა. მანამდე პალერმოს ლიდერი იყო. იტალიის ჩემპიონატი მარტის შემდეგ შეჩერებულია. რესტარტი 20 ივნისს დაიგეგმა. პარასკევს, იუვენტუსი იტალიის თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში მილანს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან ჩემპიონატი პირველმა გერმანიამ განაახლა. რესტარტის შემდეგ ბუნდესლიგაში უკვე 5 ტური ჩატარდა. 31-ე ტური პარასკევს, ჰოფენჰაიმისა და ლაიპციგის მატჩით დაიწყება. ტურის ცენტრალური შეხვედრა შაბათს, მიუნხენის ბაიერნსა და მიონხენგლადბახის ბორუსიას შორის გაიმართება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები