Thumbnail

ტაისონმა ჩაიმუხლა - ლეგენდარული მოკრივის საპროტესტო ჟესტი

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'რკინის მაიკი' მთელს მსოფლიოს მოდებულ აღშფოთების ტალღას შეუერთდა
  • აქციები მინეაპოლისელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო ჯერაც არ წყდება

პროტესტს, რომელიც აშშ-ში პოლიციელის მიერ შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო ლამის მთელს მსოფლიოს მოედო, ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე მაიკ ტაისონიც შეუერთდა.

“რკინის მაიკმა” სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის ცალ მუხლზე დგას. ცნობისთვის, ეს ჟესტი ამერიკელ სპორტსმენებში პოპულარული ჯერ კიდევ 2016-17 წლებში იყო და მაშინაც, ისინი ყურადღებას სამართალდამცველების მიერ რასისტული ხასიათის დარღვევებზე ამახვილებდნენ. პირველად ამგვარად ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე კოლინ კაპერნიკი მოიქცა, რომელიც ერთ-ერთი მატჩის წინ შესრულებული აშშ-ის ჰიმნის დროს ფეხზე არ წამოდგა.

📋 მეტი ამ თემაზე:

46 წლის ჯორჯ ფლოიდი ოთხმა სამართალდამცველმა 25 მაისს მინეაპოლისში დააკავა. თვითმხილველის მიერ გადაღებულ კადრებში მიწაზე იძულებით დაწვენილ შავკანიან მამაკაცზე პოლიციელს, დერეკ შოვინს მუხლი მანამ აქვს მიბჯენილი, სანამ დაკავებული გონებას არ დაკარგავს. მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სხვადასხვა ქალაქებში გამოსული საზოგადოების პროტესტს მასობრივი არეულობები, დარბევები და მსხვერპლიც მოჰყვა. დემონსტრაციებში აქტიურად არიან ჩართულნი სპორტსმენებიც.

კომენტარები

ბოლო ამბები