Thumbnail
  • 17 წლის ანსუ ფატის დათმობაზე უარი კატალონიური გუნდის პრეზიდენტმა თქვა
  • მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელს უკვე 16 მატჩი აქვს ჩატარებული

ესპანურმა ბარსელონამ უარით გაისტუმრა ინგლისური მანჩესტერ იუნაიტედი, რომელმაც მას საკმაოდ მიმზიდველი წინადადებით მიმართა.

Sport.es-ის ცნობით, იუნაიტედი მზად იყო 17 წლის ანსუ ფატის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაეხადა, თუმცა, კატალონიელთაფდათანხმება ვერ მოახერხა. ფატი გვინე-ბისაუშია დაბადებული, თუმცა, ესპანეთის მოქალაქეობა აქვს და ამ ქვეყნის 21-წლამდელთა ნაკრებშიც უთამაშია. ის კატალონიელთა აკადემიაში ჯერ კიდევ 2012 წელს გამოჩნდა, მთავარ გუნდში დებიუტი კი შარშან ჰქონდა.

მანჩესტერელებს იმედი ჰქონდათ, რომ საყოველთაო ფინანსური კრიზისის დროს ბარსელონა ესოდენ სოლიდური შეთავაზების სანაცვლოდ ნიჭიერ გარემარბს დათმობდა, თუმცა, ყველაფერი ესპანური გუნდის პრეზიდენტის სიტყვამ გადაწყვიტა. ხოსეპ მარია ბარტომეუს თქმით, ფატის ბარსას გეგმებში დიდი ადგილი უკავია და ის უბრალოდ არ იყიდება. მანჩესტერს ვერც იმ ფაქტმა უშველა, რომ საქმის გაჩარხვაში ცნობილი პორტუგალიელი საფეხბურთო აგენტი ჟორჟე მენდეში იყო ჩართული.

მიმდინარე სეზონში ანსუ ლა ლიგაში 16-ჯერ გამოჩნდა და მის აქტივში 4 გოლი და 1 საგოლე პასია.

კომენტარები

ბოლო ამბები