Thumbnail

ნდობა ქეცბაიას - ანორთოსისს მომავალ სეზონშიც ქართველი გაწვრთნის

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

თემურ ქეცბაია ანორთოსისში 2019 წლის მაისში დაბრუნდა და გუნდთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ანორთოსისის პრეზიდენტს მისი მომდევნო სეზონშიც ეიმედება...

მიუხედავად იმისა, რომ ქართველ სპეციალისტს 2021 წლის ზაფხულამდე აქვს კონტრაქტი კლუბთან, კვიპროსული მედიის ცნობით, მისი საკითხი ამ დღეებში გაირკვა - კლუბის შეფი ხრისტოს პულაიდისი ახალ სეზონშიც ქეცბაიას ენდობა.

22 ივნისს კვიპროსში ჩასულ პულაიდისს ქეცბაიასთან და სამწვრთნელო შტაბთან შეხვედრა ექნება, სადაც დაიგეგმება კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა. 1-ელ ივლისამდე ანორთოსისი კვიპროსში ივარჯიშებს, შემდეგ კი შეკრებაზე წავა. ახლა ჯერ უცნობია ქვეყანა, სადაც ანორთოსისი გაემგზავრება. 

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ანორთოსისში გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა თამაშობდნენ. გუნდი შეწყვეტილ ჩემპიონატში ვიცე-ჩემპიონად გამოცხადდა, მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტს ქულებით არ ჩამორჩებოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები