Thumbnail
  • ფლოიდმა კარიერა ისე დაასრულა, რომ რინგი დამარცხებულს არ დაუტოვებია
  • მის ხუთეულში ადგილი არ მოინახა ლეგენდარული შუგარ რეი რობინსონისთვის

მსოფლიო კრივის ლეგენდა ფლოიდ მეივეზერმა ყველა დროის საუკეთესო 5 მოკრივე დაასახელა და პირველ ადგილზე თავისი თავი დააყენა. ამერიკელი ვარსკვლავს სიის შედგენისას ბევრი არ უფიქრია და როდესაც ყველაზე მაღლა საკუთარ გვარს წერდა, შესაბამისი ახსნაც მოაყოლა.

“მე მსოფლიოს ჩემპიონი ყველაზე მეტჯერ ვიყავი და ტიტულები რეკორდულ დროში შევაგროვე. მსოფლიოს პირველი ნომერი 18 წლის განმავლობაში გახლდით და თანაც ხუთ წონით კატეგორიაში”.

მეივეზერს რომ დაუვიწყარი კარიერა ჰქონდა, ამაზე მართლაც არავინ დავობს. 43 წლის მოკრივემ ჩხუბი 2017 წელს დაასრულა, როდესაც საოცარი შედეგი ჰქონდა – 50-დან 50 მოგება.

ფლოიდმა TOP 5-ში რობერტო დურანი (პანამა, 119-დან 103 მოგება), პერნელ უიტაკერი (აშშ, 215-დან 201), ხულიო სეზარ ჩავესი (მექსიკა, 115-დან 107) და მუჰამედ ალიც (აშშ, 61-დან 56) დაასახელა, ამგვარად, ადგილი ვერ გამოუნახა ლეგენდარულ შუგარ რეი რობინსონს, რომელსაც კრივის ექსპერტთა უმეტესობა სულაც ყველა დროის საუკეთესო მოკრივედ მიიჩნევს.

კომენტარები

ბოლო ამბები