Thumbnail

ორჯერ მეტი ხელფასი - ნაპოლი გატუზოს ხელშეკრულებას უხანგრძლივებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ნაპოლის გუნდის მთავარ მწვრთნელთან თანამშრომლობის გახანაგრძლივება სურს 
  • კლუბის პრეზიდენტი სპეციალისტთან დალაპარაკებას უახლოეს მომავალში აპირებს

ნაპოლის ხელმძღვანელობა გუნდის მთავარ მწვრთნელ ჯენარო გატუზოსთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს, რომელიც 2022 წლამდე იქნება გათვლილი. იტალიური მედიის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით, 42 წლის სპეციალისტსა და კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს შორის შეხვედრა უახლოეს მომავალში უნდა გაიმართოს.

როგორც ირკვევა, გატუზოსა და დე ლაურენტისი ახალ ხელშეკრულებას ინტერთან იტალიის თასის ½-ფინალის საპასუხო შეხვედრამდე განიხილავენ, რომელიც 13 ივნისს უნდა გაიმართოს. შეგახენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება მილანში ნეაპოლელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

იუწყებიან, რომ ნაპოლი გატუზოს ახალ ხელშეკრულებაში ხელფასად სეზონში 1,5 მილიონი ევროს შესთავაზებს, რაც სპეციალისტის ამჟამინდელ ხელფასზე კლუბში ორჯერ მეტია.

პანდემიის დროს, ჯენარომ თავისი ერთი თვის ხელფასი კლუბის თანამშრომლებს გაუნაწილა

ჯენარო გატუზო ნაპოლის მთავარ მწვრთნელად 2019 წლის დეკემბრიდან მუშაობს, სადაც თანამდებობაზე კარლო ანჩელოტის გათავისუფლების შემდეგ დაინიშნა და ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გააფორმა, მისი ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. 

ნეაპოლის გუნდს სერია A-ში ჩატარებული 26 მატჩის შემდეგ, 39 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციაზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები