Thumbnail

'ბევრი რამ ბეჟანიშვილზეა დამოკიდებული' - რას მიაღწევს ახალ სეზონში ილინოისი

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ილინოისი NCAA-ში, TOP 10-ის გუნდია
  • გიორგი ბეჟანიშვილი გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა

Champaign/Urbana News-Gazette წერს, რომ ილინოისის უნივერსიტეტის ბედი მომავალ სეზონში დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ ფორმაში შეხვდება სეზონს ქართველი ფორვარდი გიორგი ბეჟანიშვილი...

როგორი იქნება ილინოისის მაქსიმუმი 2020/21 წლების სეზონში?

ეს დამოკიდებულია კოფი კოკბერნისა და აიო დოსუნმუს გადაწყვეტილებაზე, დაბრუნდებიან კოლეჯში თუ დარჩებიან NBA-ს დრაფტზე. თუ დაბრუნდებიან, ილინოისი TOP 10-ის გუნდია ქვეყნის მასშტაბით. 

თუ ერთ-ერთი მაინც დაბრუნდება, მაშინ ილინოისი მაქსიმუმ TOP 25-ის გუნდია. არც ერთი? მაშინ ბრედ ანდერვუდსა და კომპანიას დიდი სამუშაო ელით. განსაკუთრებით ბევრი იქნება დამოკიდებული როგორ ფორმაში იქნებიან ტრენტ ფრეიზერი და გიორგი ბეჟანიშვილი.

თუ კოკბერნი გუნდში დაბრუნდება, წინა ხაზზე ისევ მაღლების წყვილი (ბეჟანიშვილი-კოკბერნი) იმუშავებს?

ყველაფერი დამოკიდებულია ბეჟანიშვილზე - რა პოზიციაზე უფრო კომფორტულად ითამაშებს ის. გასულ სეზონში მან გააუმჯობესა სამქულიანები (16.7%-დან 30.6%-მდე). ასევე ქართველი კარგი მეპასეა, ის დრო და დრო კარგად კომბინირებდა კოკბერნთან. თუმცა ანდერვუდს სურს 2020/21 წლების სეზონში სოლიდური დაცვით ითამაშოს და, შესაძლოა, მან უფრო დაბალი ხუთეულით გადაწყვიტოს თამაში. ამ შემთხვევაში ბეჟანიშვილს ძირითადად სათადარიგო ცენტრის როლი ექნება.

რომელი ახალწვეული გაამართლებს მეტად?

ოსტინ ჰატჩინსონი და ანდრე კარბელო.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, რეგულარულის შემდეგ შეწყვეტილ NCAA-ს ჩემპიონატში გიორგი ბეჟანიშვილი საშუალოდ 6.8 ქულას და 4.8 მოხსნას აკეთებდა. ეს შედეგი ბევრად ჩამოუვარდება 2018/19 წლების სეზონისას - 12.5 ქულა, 5.2 მოხსნა. 

კომენტარები

ბოლო ამბები