Thumbnail

800 ათასი დოლარი ღამეში - ჰარდენის მაისურა სტრიპტიზ კლუბის ჭერში

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ჰარდენი ღამის ცხოვრებისა და სტრიპტიზ კლუბების მოყვარულია
  • კალათბურთელმა ღამეში მან 800 ათასი დოლარი დახარჯა
  • კლუბის მეპატრონემ მისი მაისურა ჭერზე საჩემპიონო ბანერივით გამოკიდა

  როგორც ამერიკული ყვითელი პრესა წერს, ჯეიმს ჰარდენი ღამის ცხოვრების დიდი მოყვარულია. მისი ერთ-ერთი მთავარი გასართობი სტრიპტიზ კლუბებია. NBA-ში ასეთი კვლევაც არსებობს: როდესაც ჰარდენი სათამაშოდ იმ ქალაქში ჩადის, რომელიც თავისი ღამის და გასართობი ცხოვრებით ცნობილია, მეორე დღეს მისი შედეგიანობა იკლებს. 

Sun-ის ცნობით, ჰარდენის პირადი რეკორდი ჰიუსტონის ერთ-ერთ ღამის კლუბში დახარჯული 800 ათასი დოლარია. ამ ფაქტის შემდეგ, სტრიპტიზ კლუბის მეპატრონემ ჰარდენის მაისურა ჭერში დაკიდა, როგორც დარბაზებში NBA-ს საჩემპიონო ბანერები კიდია ხოლმე.

ჰიუსტონის კალათბურთელის წლიური ხელფასი, სარეკლამო კონტრაქტებთან ერთად, დაახლოებით 54 მილიონი დოლარია.

კომენტარები

ბოლო ამბები