Thumbnail

'დაბრუნდი და ისევ დაგსჯი' - მეივეზერი მაკგრეგორს წასვლის შემდეგაც დასცინის

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • კონორ მაკგრეგორი აქტიური სპორტიდან კიდევ ერთხელ წავიდა
  • მეივეზერი ამ ამბავს გამოეხმაურა და ირლანდიელს დასცინა
  • კონორის დაბრუნების შემთხვევაში, მეივერზერს მასთან ბრძოლა ისევ სურს

გუშინ ბრძოლების სამყაროში დღის მთავარი ამბავი კონორ მაკგრეგორის წასვლა იყო. უცნობია, ამჯერად რამდენად სერიოზულად გადაწყვიტა კონორმა აქტიური სპორტისთვის თავის დანებება, თუმცა პოზიცია ამ ფაქტზე ყველამ გამოხატა. მათ შორის იყო ფლოიდ მეივეზერი - ლეგენდარული მოკრივე, რომელმაც კონორი რინგზე გამართულ ბრძოლაში ერთხელ უკვე დაამარცხა.

მეივეზერმა მაკგრეგორს დაცინა და შეახსენა მას, რომ ცოტა ხნის წინ, მაიკ ტაისონთან საუბრის დროს, ირლანდიელი იმუქრებოდა, რომ განმეორებით ბრძოლაში მის დამარცხებას შეძლებდა.

მეივეზერი: "თუ არ მეშლება, შენ ეუბნებოდი მაიკ ტაისონს, რომ რემატჩში დამამარცხებდი. ახლა კი გარბიხარ. მეგონა, საუკეთესოებთან ბრძოლა გინდოდა. თუ უკან დაბრუნებას გადაწყვიტავ, გელოდები. კიდევ ერთხელ დაგსჯი".

მაკგრეგორის და მეივეზერის ბრძოლა ფინანსური და პრომოუშენის თვალსაზრისით, ძალიან წარმატებული გამოდგა და ორივე მხარე არ გამორიცხავდა კიდევ ერთი ბრძოლის ჩატარებას.

კომენტარები

ბოლო ამბები