Thumbnail
  • ბასკონიამ ბამბერგი 103:79 დაამარცხა.
  • თორნიკე შენგელიამ 12 წუთში 11 ქულა ჩააგდო. 
  • შენგელიამ ევროლიგაში ათას-ქულიან ზღვარს უწია.

ევროლიგაზე ერთი ტურის გამოტოვების შემდეგ მოედანს ტრიუმფით დაუბრუნდა თორნიკე შენგელია, რომლის ბასკონიამ 27-ე ტურში ბამბერგი უშანსოდ დაამარცხა - 103:79. 

ქართველმა კაპიტანმა მცირე ტრავმის გამო,  ესპანეთის ჩემპიონატის მატჩები და ჟალგირისთან დაპირისპირება გამოტოვა, დღესაც მისი თამაში საეჭვო იყო. პირველ მეოთხედში თორნიკე არც ამდგარა სათადარიგოთა სკამიდან, მაგრამ იგი მეორე მეოთხედში გამოჩნდა და წამებში პირველი სამქულიანი ჩააგდო.

ჯამში მან ძალიან ცოტა, 12:08 წუთი ითამაშა, მაგრამ ძალზე ეფექტიანად - მისმა ყველა ნატყორცნმა (2-2 სამქულიანი, 2-2 ორქულიანი, 1-1 საჯარიმო) მიზანს უწია. თორნიკემ 11 ქულა დააგროვა. იგი ბასკონიას 3 პასით, 2-2 მოხსნა-ჩაჭრითაც დაეხმარა. მარგი ქმედების კოეფიციენტი კაპიტანს 18 ჰქონდა და ამ მაჩვენებლით მატჩში მხოლოდ გრეინჯერსა და დიოპს ჩამორჩა.

ტვიტერზე ფანების გამოკითხვაში იგი მე-3 ადგილზე გავიდა 15%-ით, საუკეთესოდ კი გრეინჯერი დაასახელეს (52%).

თორნიკე შენგელიამ ევროლიგაზე 1 000-ქულიან ზღვარს გადააბიჯა.

ბასკონია 27-დან 14 მოგებით მერვე ადგილზეა, რომელიც პლეი ოფში თამაშის უფლებას იძლევა. რეგულარული სეზონის დასრულებამდე სამი ტურიღა რჩება და 7-მა კლუბმა უკვე გაინაღდა პლეი ოფში თამაში, ღია მხოლოდ მერვე საგზურის საკითხია, ბასკონია უკვე ფავორიტია. 

"გრეინჯერისა და შენგელიას წყალობით ბასკონია დიდი ალბათობით პლეი ოფში ითამაშებს", - დაწერა "მარკამ"

ტრავმირებული ქართველი ცენტრის, გიორგი შერმადინის გარეშე მოთამაშე უნიკახამ ბარსელონას მოუგო - 95:91. უნიკახას 11 მოგება აქვს. 

უკვე 23 მარტს ბასკონია ბარსელონას სტუმრობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები