Thumbnail

ბენქსი V პელე - ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ცნობილი ნახტომიდან 50 წელი გავიდა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

გორდონ ბენქსის ნახტომიდან დღეს 50 წელი გავიდა. მსოფლიოს ჩემპიონმა ინგლისელმა მეკარემ, პელეს თავური 1970 წლის მუნდიალზე მოიგერია - ბენქსის ეს საოცარი 'სეივი' ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

"ხალხს ამ სეივით ვახსოვარ და არა მსოფლიოს ჩემპიონობით..." - ამბობდა ბენქსი. "თამაშის შემდეგ პელე მოვიდა, მხარზე ხელი დამარტყა და მითხრა 'გოლი მეგონა'... 'მეც ასე მეგონა...' - ვუპასუხე სიცილით." - იხსენებდა ბენქსი ბრაზილიასთან მატჩის მომენტს.

ინგლისმა 1970 წლის მექსიკის მუნდიალზე ჯგუფური ეტაპი დაძლია, თუმცა მეოთხედფინალური მატჩი გერმანიასთან ბენქსმა ტრავმის გამო გამოტოვა. კარში ჩელსის პიტერ ბონეტი ჩადგა, ბონეტის სუსტი თამაში კი ინგლისის მარცხის განმსაზღვრელი აღმოჩნდა. პიტერ ბონეტი წელს, აპრილში გარდაიცვალა, ხოლო გორდონ ბენქსი 2019 წლის თებერვალში.

 

კომენტარები

ბოლო ამბები