Thumbnail

'მე მას შეფს ვეძახი' - თომას მიულერი ბუნდესლიგაში ასისტების მეფეა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

თომას მიულერმა ბუნდესლიგის ახალი რეკორდი დაამყარა საგოლე პასებში - 30 ტურის შემდეგ მას 20 ასისტი აქვს...

მიულერმა კევინ დე ბრუინისა (2014/15. ვოლფსბურგი) და ემილ ფორსბერგის (2016/17. ლაიპციგი) მიღწევას (19-19) აჯობა. ლევერკუზენთან მატჩის წინ მას 18 საგოლე პასი ჰქონდა დაგროვილი. ლევერკუზენთან კი მან ჯერ ლეონ გორეტცკას გაატანინა, შემდეგ კი რობერტ ლევანდოვსკის. 

მიულერს ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ მეტი საგოლე პასი მიითვალოს, თუმცა 31-ე ტურს ის დისკვალიფიკაციის გამო, გამოტოვებს. არადა, ის აქამდე ბაიერნის 30-ვე მატჩში მონაწილეობდა. 

ალფონსო დევისი (ბაიერნი): "მე მას შეფს ვეძახი. ის გაძლევს საგოლე პასებს, ის გაძლევს ყველაფერს, რაც საჭიროა. ის გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურაა და მიხარია, რომ რეკორდი დაამყარა. ეს საოცარი მიღწევაა".

2019/20 წლების ბუნდესლიგის სეზონში თომას მიულერი 20 ასისტით უპირობო ლიდერია, ის 4 საგოლე პასით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ ტორგან აზარს (დორტმუნდი). 

კომენტარები

ბოლო ამბები