Thumbnail

საპროტესტო ჟესტი დორტმუნდში - ბორუსიას და ჰერტას ფეხბურთელების საქციელი

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ბუნდესლიგის 30-ე ტურის მატჩის წინ დორტმუნდის ბორუსიასა და ბერლინის ჰერტას ფეხბურთელებმა პატივი მიაგეს ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას და ეს სპეციალური ჟესტით გამოხატეს...

მატჩის წინ, ორივე გუნდის ფეხბურთელებმა ჩაიმუხლეს და ამით საპროტესტო ჟესტი გაიმეორეს. შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგას 70 ქულით ლიდერობს მიუნხენის ბაიერნი, რომლის ფეხბურთელები დღევანდელ თამაშზე შავი სამკლაურებით გამოვიდნენ წარწერით: BLACK LIVES MATTER.

📋 მეტი ამ თემაზე:

46 წლის ჯორჯ ფლოიდი ოთხმა სამართალდამცველმა 25 მაისს მინეაპოლისში დააკავა. თვითმხილველის მიერ გადაღებულ კადრებში მიწაზე იძულებით დაწვენილ შავკანიან მამაკაცზე პოლიციელს, დერეკ შოვინს მუხლი მანამ აქვს მიბჯენილი, სანამ დაკავებული გონებას არ დაკარგავს. მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სხვადასხვა ქალაქებში გამოსული საზოგადოების პროტესტს მასობრივი არეულობები, დარბევები და მსხვერპლიც მოჰყვა. დემონსტრაციებში აქტიურად არიან ჩართულნი სპორტსმენებიც.

კომენტარები

ბოლო ამბები