Thumbnail
  • ლევერკუზენი 2:4 ბაიერნი
  • რობერტ ლევანდოვსკიმ სეზონში 30-ე გოლი გაიტანა.

ბუნდესლიგის 30-ე ტურის ცენტრალურ მატჩში მიუნხენის ბაიერნმა ლევერკუზენში ბაიერი 4:2 დაამარცხა და დორტმუნდის თამაშამდე 10-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს...

ამ გამარჯვებით, ჰანსი ფლიკის გუნდმა შური იძია I წრეში "ალიანც არენაზე" წაგებული 1:2-ისთვის. მატჩი "რეკორდმაისტერისთვის" ცუდად დაიწყო, არგენტინელმა ლუკას ალარიომ მეკარე ნოიერთან ერთი-ერთზე დუელი მოიგო და ლევერკუზენი დააწინაურა, თუმცა მალევე კინგსლი კომანმა მსგავსი გოლით გაათანაბრა.

black lives matter - ასეთი სამკლაურებით ითამაშებს ბაიერნის ფეხბურთელებმა

ლეონ გორეტცკასა და სერჟ გნაბრის გოლებით ბაიერნმა ტაიმი 3:1 მოიგო. მეორე ტაიმში რობერტ ლევანდოვსკიმ სეზონში 30-ე გოლი გაიტანა, ამის შემდეგ მასპინძლებმა ერთი გოლის გაქვითვა მოახერხეს. ბაიერნი 70 ქულით პირველია, ლევერკუზენი 56 ქული - მეხუთე. ბუნდსლიგის დასრულებამდე 4 ტური რჩება.

საინტერესო ფაქტები

⚽ ბაიერნმა მიმდინარე სეზონში უკვე 90 გოლი გაიტანა. საშუალოდ 3 გოლი მატჩში.

⚽ რობერტ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის სეზონში 30 გოლი გაიტანა, თომას მიულერმა 20 საგოლე პასი მიითვალა.

⚽ ლევანდოვსკიმ საკუთარი რეკორდი გაიმეორა - 2015/16 და 2016/17 წლების სეზონშიც 30-30 გოლი გაიტანა.

⚽ ტიაგო ალკანტარამ ბაიერნის მაისურით 150-ე მატჩი ითამაშა, ლეონ გორეტცკამ - 50-ე.

⚽ ფლორიან ვირტცი ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა - ის 17 წლისა და 34 დღისაა. მან ნური შაჰინის (17 წელი, 82 დღე) რეკორდი გააუმჯობესა.

ლევერკუზენი 2:4 ბაიერნი

გოლები: 1:0 ალარიო 10', 1:1 კომანი 27', 1:2 გორეტცკა 42', 1:3 გნაბრი 45', 1:4 ლევანდოვსკი 66', 2:4 ვირტცი 89' 

ლევერკუზენი (3-4-3): ჰრადეცკი - დრაგოვიჩი, ს. ბენდერი, ტაპსობა - ამირი (46. დემირბაი), არანგისი, ბაუმგარტლინგერი (62. პაულინიო), ბეილი (46. ვენდელი) - ბელარაბი (46. ვირტცი), ალარიო (76. ფოლანდი), დიაბი

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ალაბა, დევისი (85. ლ. ერნანდესი) - კიმიხი, გორეტცკა (74. ხავი მარტინესი) - კომანი (66. პერიშიჩი), მიულერი, გნაბრი (74. ტიაგო ალკანტარა) - ლევანდოვსკი 


გასავარდნ ზონაში მყოფმა ფორტუნამ მე-9 წუთიდან კაცნაკლულ ჰოფენჰაიმს ვერ მოუგო. რომ არა ჰენინგსის დუბლი, მასპინძლები სულაც წააგებდნენ.

ფორტუნა 2:2 ჰოფენჰაიმი

გოლები: 1:0 ჰენინგსი (5. შტიოგერის პასით), 1:1 დაბური (16), 1:2 ცუბერი (61. სკოვის პასით), 2:2 ჰენინგსი (76. პენ.)


ლაიპციგმა შინ აუტსაიდერ პადერბორნთან ქულები კომპენსირებულ დროში გაშვებული გოლის გამო დაკარგა და ცხრილში მესამე ადგილზე დარჩა.

ლაიპციგი 1:1 პადერბორნი

გოლები: 1:0 შიკი (27. ვერნერის პასით), 1:1 შტროდიეკი (90+2)

ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლმა მაინცმა მნიშვნელოვანი გამარჯვება სტუმრად ფრანკფურტში მოიპოვა.

აინტრახტი 0:2 მაინცი

გოლები: 0:1 ნიაკატი (43. ბროზინსკის პასით), 0:2 კუნდე (77. ონისივო)

კომენტარები

ბოლო ამბები