Thumbnail

SONY $2.4 მილიონით დააჯარიმეს - მიზეზი მომხმარებლის უფლებების დარღვევაა

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • დარღვევა PlayStation Store-ის მომსახურების პირობებს ეხებოდა
  • Sony მომხმარებლებისთვის კონპენსაციის გადახდაზე უარს ამბობდა

Sony Interactive Entertainment-მა სასამართლოში დავა წააგო და 2.4 მილიონი დოლარის ჯარიმა დაეკისრა. 

დავა PlayStation Store-ის მომსახურების პირობებს, კერძოდ კი, კლიენტებისთვის გადახდილი თანხის კონპენსაციის სახით უკან დაბრუნებას ეხება. მოსარჩელე ავსტრალიის სამართლიანი კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების სააგენტო ACCC იყო. სააგენტომ Sony-ს მომსახურების პირობების ის ნაწილი გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც, კომპანიის ონლაინ მაღაზიაში, თამაშების ციფრული ვერსიის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს თანხა არ აუნაზღაურდება. 

ACCC-ის მიხედვით, Sony-მ, რომელიც PlayStation Store-ის მფლობელი კომპანიაა, "ავსტრალიელ მომხმარებელთან ურთიერთობისას გამოიყენა მცდარი და დამაბნეველი ტერმინოლოგია საკუთარ ვებგვერდზე, რამაც მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა და ფინანსურად დაზარალება გამოიწვია".

DOTA 2, BLAST Bounty Hunt [09.06]

Playstation Network-ის მომსახურების პირობებსა და ავსტრალიელ მომხმარებლებზე პროდუქტის გაყიდვაზე Sony-ის ევროპული დეპარტამენტია პასუხისმგებელი. სწორედ ამ დეპარტამენტის მიერ იყო შედგენილი ციფრული ვიდეოთამაშების გაყიდვის ის პირობები, რომელიც დავის საგანი გახდა.

ACCC-ის განცხადებით, Sony-ის წარმომადგენლებს შეცდომაში შეჰყავდათ მომხმარებელი, როცა მათ ეუბნებოდნენ, რომ თამაშის ციფრული ვერსიის შესყიდვისა და ჩამოტვირთვის შემდეგ, მისი დაბრუნება შეუძლებელი იყო და კონპენსაციის გადახდა არ მოხდებოდა.

Dreamhack CS:GO, Dreamhack Spring, Europe[09.06]

სასამართლომ დაადგინა, რომ Sony-ის ევროპის დეპარტამენტმა დაარღვია ავსტრალიის ''მომხმარებლის დაცვისა და უფლებების'' შესახებ კანონი, როდესაც მომხმარებელთათვის კონპენსაციის გადახდაზე უარი თქვა, ან მათ მხოლოდ Sony-ს ვირტუალური ვალუტა შესთავაზა, რეალური ფულის სანაცვლოდ.

"მომხმარებლის უფლებები არ ისაზღვრება ამა თუ იმ მაღაზიისა თუ კორპორაციის სურვილის მიხედვით, - განაცხადა პრესრელიზში ACCC-ის მმართველი საბჭოს წევრმა როდ სიმსმა. - Sony-მ განზრახ მოატყუა  და შეცდომაში შეიყვანა მომხმარებელი. ასეთი საქციელი, მით უმეტეს წარმატებული და გავლენიანი დეველოპერისგან, სრულიად მიუღებელია". 

სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, მომხმარებლებს უფლება აქვთ, მოითხოვონ თამაშის შეცვლა, დაზიანებული მონაცემების აღდგენა თუ თანხის უკან დაბრუნება, როგორც თამაშის ფიზიკური, ისევე ციფრული ვერსიის შეძენისას და ეს უფლება Sony-მ უნდა გაითვალისწინოს საკუთარ მომსახურების პირობებში. მსგავსი წესები უნდა გავრცელდეს თამაშების წინასწარ შეკვეთებსა და დამატებით კონტენტზე, ე.წ. ''DLC''-ებზეც. 

კომენტარები

ბოლო ამბები