Thumbnail

ფანების ფოტოები მაისურებზე - ბელგიური კლუბის უჩვეულო გადაწყვეტილება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ანტვერპენი მომავალ სეზონში მაისურებზე თავისი ფანების ფოტოებს განათავსებს
  • ბელგიური კლუბი თავისი გულშემატკივრების მიმართ პატივისცემას გამოხატავს

ბელგიური საფეხბურთო კლუბი ანტვერპენი თავისი გულშემატკივრების მიმართ პატივისცემის გამოხატვას უჩვეულო მეთოდით აპირებს. კლუბმა გამოაცხადა, რომ მომავალი სეზონის მატჩებში გუნდის ფეხბურთელების მაისურებზე ფანების ფოტოებიც იქნება აღბეჭდილი.

"მომავალ სეზონში ახალი მაისურის უნიკალური ნაწილი გახდებით. თქვენი ფოტოსურათები ფეხბურთელების ნომრებში იქნება წარმოდგენილი, რათა ყოველთვის ჩვენს გვერდით იყოთ, როგორც მე-12 მოთამაშე", - ნათქვამია ანტვერპენის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ჩემპიონატის 2019/20 წლების სეზონი, კორონავირუსის პანდემიის გამო, ნაადრევად დაასრულეს. ჩემპიონად ბრიუგე გამოცხადდა, ვიცე-ჩემპიონად კი - გიორგი ქვილითაიასა და გიორგი ჩაკვეტაძის გენკი.

ანტვერპენმა ჟუპილერ ლიგის არასრულ სეზონში 53 ქულა დააგროვა და ცხრილში მე-4 ადგილის დაკავებასთან ერთად, ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობის უფლებაც მიიღო.

კომენტარები

ბოლო ამბები