Thumbnail

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულად ატლეტიკო უნდა გამოცხადდეს - კოკეს არგუმენტი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მადრიდის ატლეტიკოს კაპიტანმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონზე ისაუბრა
  • 28 წლის ნახევარმცველის აზრით, მისმა გუნდმა ჩემპიონად აღიარება დაიმსახურა
  • ატლეტიკომ 1/8-ფინალში ლივერპული დაამარცხა და 1/4-ფინალშია გასული

მადრიდის ატლეტიკოს კაპიტანმა კოკემ რადიოსადგურის COPE-ს ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ მისი კლუბი ჩემპიონთა ლიგის 20129/20 წლების სეზონის გამარჯვებულად უნდა გამოცხადდეს, თუკი მისი განახლება ვეღარ მოხერხდება.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამება კორონავირუსის პანდემიის გამო, ⅛-ფინალურ ეტაპზე შეწყდა. ევროპის უმთავრესი საკლუბო ტურნირის დასრულება აგვისტოში, ბლიც-ტურნირით იგეგმება.

მადრიდელთა 28 წლის ნახევარმცველი მიიჩნევს, რომ ატლეტიკო, რომელმაც ⅛-ფინალში ტურნირის მოქმედი გამარჯვებული ლივერპული დაამარცხა, ტურნირის გამარჯვებულად გამოცხადებას ყველაზე მეტად იმსახურებს. 

"როდესაც მეგობრებთან ვსაუბრობ, ვამბობ, რომ ატლეტიკო ამ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. თუკი ტურნირი აღარ განახლდება, გამარჯვებულად ჩვენ უნდა გამოგვაცხადონ. როგორც კრივში - ჩვენ ხომ ჩემპიონს მოვუგეთ.

პირველ რიგში კი, პრიმერაზე უნდა ვიფიქროთ. ჩემპიონთა ლიგა აგვისტომდე არ დაბრუნდება და კონცენტრაცია ჩემპიონატზე გვმართებს, ლიგისთვის კი უნდა მოვემზადოთ. თუ ამას არ გავაკეთებთ, ვერც წარმატებას მიაღწევთ", - აქვეეყნებს კოკეს ნათქვამს ესპანური მედია.

დიეგო სიმეონემ იურგენ კლოპს ორივე მატჩი მოუგო

დიეგო სიმეონეს გუნდმა ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის 1/8-ფინალში მოქმედი ჩემპიონი ლივერპული ორი მატჩის ჯამში დაამარცხა და ¼-ფინალში გავიდა. შინ ანგარიშით 1:0 მოგებული შეხვედრის შემდეგ, მადრიდელებმა “ენფილდზე” ჩატარებულ დრამატულ მატჩში, ორბურთიანი ჩამორჩენა დამატებით ტაიმებში აღმოფხვრეს და საბოლოოდ მაინც გაიმარჯვეს - 3:2.

ლა ლიგაში ჩატარებული 27 მატჩის შემდეგ, მადრიდის ატლეტიკოს 45 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს. სიმეონეს გუნდი ლა ლიგას 14 ივნისს, სტუმრად ბილბაოს ატლეტიკთან შეხვედრით უნდა დაუბრუნდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები