Thumbnail
  • ფრანგი ბარსელონას 2019 წლის ზაფხულში შეუერთდა
  • კატალონიაში მისგან უფრო მეტს ელიან

ანტუან გრიზმანმა მადრიდის ატლეტიკო 2019 წლის ზაფხულში დატოვა და ბარსელონას შეუერთდა. ფრანგის პირველი სეზონი კატალონიურ გუნდში ნორმალურია. მიუხედავად ამისა, მისგან ბარსას ქომაგები და ხელმძღვანელები უფრო მეტს ელიან.

ლა ლიგა 14 ივნის განახლდება, სადაც ბარსელონას ჩემპიონობისთვის ბრძოლა მოუწევს. კატალონიური კლუბი ასევე გამოდის ჩემპიონთა ლიგაზე. გადამწყვეტ თამაშებში კი ანტუანის კარგ ფორმაში ყოფნა, შესაძლოა, გადამწყეტიც კი აღმოჩნდეს.

29 წლის ფეხბურთელი ბარსელონასთან ერთად ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ოცნებობს. გრიზმანი ასევე ფიქრობს 2022 წლის ყატარში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზეც, ხოლო კარიერის დასრულებას MLS-ში აპირებს.

"ბარსელონასთან ერთად ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩემი ოცნება და მიზანია. ბარსელონასთან ერთად წარმატების მიღწევის შემდეგ, მოდის ყატარის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი, შემდეგ კი - MLS. არ ვიცი, ამერიკაში რომელ გუნდში მინდა თამაში, თუმცა იქ ნამდვილად მსურს. შეერთებულ შტატებში კარიერის დასრულება ჩემი მიზანია. მინდა კარგ გუნდში ვითამაშო და ჩემპიონობისთვის ვიბრძოლო", - განუცხადა გრიზმანმა Los Angeles Times-ს.

29 წლის ფეხბურთელმა ლა ლიგის 2019/20 წლების სეზონში 26 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 8 გატანილი გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ანტუანს ბარსელონასთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები