- რესტარტის შემდეგ ბუნდესლიგის სტატისტიკაში დიდი ცვლილებებია
- გუნდები გასვლით მატჩებს გაცილებით ხშირად იგებენ
- ამ დროს, მეორე ბუნდესლიგაში ყველაფერი პირიქითაა
- PREVIEW | ლევერკუზენი ბაიერნს ისევ გააბრაზებს? რა უნდა ვიცოდეთ ტოპ-მატჩზე
- PREVIEW | გოლი პირველ 15 წუთში რეალურია! რა შანსი აქვს ჰერტას დორტმუნდში
მიუხედავად იმისა, რომ მატჩები ცარიელი ტრიბუნების ფონით ტარდება, ბუნდესლიგაში ასეთ სტატისტიკას მაინც არავინ ელოდა!
გერმანიის ჩემპიონატის 30-ე ტურამდე სულ 38 უმაყურებლო მატჩი ჩატარდა (4 ტური, პლუს გლადბახი-კიოლნი და ვერდერი-აინტრახტი) და 38 თამაშიდან 19-ში სტუმრებმა გაიმარჯვეს! თავის მხრივ, მასპინძელი გუნდების მოგებათა კვოტა 43 პროცენტიდან (პანდემიამდე) 24 პროცენტამდე დაეცა.
რესტარტის შემდეგ ბუნდესლიგაში სტუმრები იგებენ!
თვალშისაცემია ერთი რამ: კარში დარტყმების, ბურთის ფლობის და ორთაბრძოლების საშუალო რაოდენობა უმაყურებლო მატჩების მიხედვით თითქმის იდენტურია მაყურებლებთან ერთად ჩატარებული 223 მატჩის სტატისტიკის.
მაგრამ: შანსების გამოყენების მაჩვენებელი შეიცვალა! მასპინძელ გუნდებს საშუალოდ 14 დარტყმა სჭირდებათ 1,41 გოლისთვის (მანამდე 15 სჭირდებოდათ 1,74 გოლისთვის), სტუმარ გუნდებს კი 11 დარტყმა სჭირდებათ 1,78 გოლისთვის (მანამდე 12 სჭირდებოდათ 1,51 გოლისთვის).
ჰორსტ ჰელდტი (კიოლნის სპორტული დირექტორი): “ეს სტატისტიკა, რა თქმა უნდა, საინტერესო და აღსანიშნავია, მაგრამ მჯერა, რომ ეს უმაყურებლო თამაშების ბრალია.”
იულიან ნაგელსმანი (ლაიპციგის მთავარი მწვრთნელი): “ჩემთვის სხვა ახსნა არ არსებობს - ასე იმიტომ ხდება, რომ მატჩებს მაყურებლები ვეღარ ესწრებიან. შესაბამისად, მასპიძლების უპირატესობამ იკლო. ცხადია, უფრო ადვილია წარმატების მიღწევა, როცა მეტოქეს 40 000 ფანი არ ქომაგობს.”
► საინტერესო ის არის, რომ მეორე ბუნდესლიგაში პირიქითაა. იქ 34 უმაყურებლო მატჩიდან მასპინძლებმა უფრო მეტი მოიგეს (13), ვიდრე სტუმრებმა (7). მეორე ბუნდესლიგაში სტუმარი გუნდები საშუალოდ მატჩში 13-ჯერ ურტყამენ, მაგრამ მხოლოდ 1,1 გოლი გააქვთ, მასპინძლები კი საშუალოდ 12 დარტყმაში 1,5 გოლის გატანა ახერხებენ.
► მხოლოდ ბაიერნმა და ჰერტამ მოიგეს ორივე საშინაო მატჩი. ვოლფსბურგმა, ვერდერმა, შალკემ და მაინცმა შინ ოჯერ წააგეს. ლევერკუზენმა სტუმრად სამჯერ მოიგო, შინ კი ვოლფსბურგთან დამარცხდა.
კომენტარები