Thumbnail

ფოტო ნიღბის გარეშე - გერმანიის ფეხბურთის ლიგამ დორტმუნდის სანჩო დასაჯა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ჯეიდონ სანჩო ნიღბის მოხსნის გამო დააჯარიმეს
  • როგორც კლუბში აცხადებენ, მოთამაშემ ნიღაბი ფოტოს გადასაღებად მოიხსნა

დორტმუნდის ბორუსიას ინგლისელ ლეგიონერ ჯეიდონ სანჩოს გერმანიის ფეხბურთის ლიგამ ფინანსური ჯარიმა დააკისრა, რადგან სტილისტთან ვიზიტის დროს, ახალგაზრდა შემტევს სახეზე ნიღაბი არ ეკეთა.

20 წლის სანჩოს თანაგუნდელი მანუელ აკანჯიც მსგავსი საქციელის გამო დაისაჯა. კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა მოთამაშეები დაიცვა და განაცხადა, რომ მათ ნიღაბი მხოლოდ ფოტოს გადასაღებად მოიხსნეს.

თუმცა გერმანიის ფეხბურთის ლიგა აცხადებს, რომ მოთამაშეებს მართებთ, საკითხს მეტი სერიოზულობით მოეკიდონ: "იმას არ ვამბობთ, რომ ფეხბურთელმა სტილისტთან არ უნდა იაროს. უბრალოდ, საზოგადოებრივი ქცევის და უსაფრთხოების ნორმის საჯაროდ დარღვევა მიუღებელია."

შეგახსენებთ, რომ პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან ჩემპიონატი პირველმა გერმანიამ განაახლა. რესტარტის შემდეგ ბუნდესლიგაში უკვე 4 ტური ჩატარდა. 30-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა ლევერკუზენის და ბაიერნის დაპირისპირებაა, რომელიც შაბათს გაიმართება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები