Thumbnail

კორონავირუსამდე დორტმუნდის ბორუსია ბერლინის ჰერტასთან უპირობო ფავორიტი იქნებოდა, პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ კი ამას ასე მარტივად ვეღარ ვიტყვით. საქმე ისაა, რომ ჰერტას მთავარი მწვრთნელი ბრუნო ლაბადია გახდა და რესტარტის შემდეგ ბერლინელები არათუ წაუგებლად ასპარეზობენ, არამედ 4-დან 3 თამაში მოიგეს, სამივე ჰანდიკაპით (4:0, 3:0, 2:0) და ის ერთი ფრეც ლაიპციგთან მიაღწიეს (2:2) რაც ჰერტასთვის ძალიან საპატიო შედეგია. ახლა კი მოძლიერებული დედაქალაქელები დორტმუნდის ბორუსიას გამოცდიან, რომელსაც გამარჯვება აუცილებლად სჭირდება.

ბორუსიამ ბაიერნთან უმნიშვნელოვანესი მატჩის წაგება მალევე დაივიწყა და წინა ტურში პადერბორნი 6:1 გაანადგურა. თუმცა დორტმუნდში უკვე აღიარეს, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა თითქმის დამთავრებულია. მართალია, შანსი ჯერ კიდევ არის, მაგრამ ძალიან მცირე და ჰერტასთან 3 ქულის აღება BVB-სთვის არა მარტო ამიტომაა სავალდებულო, არამედ იმის გამოც, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდოს. თავის მხრივ, ჰერტას ევროპალიგის საგზურისთვის გაბრძოლების შანსი გაუჩნდა - ბერლინელები მე-6 ადგილს 4 ქულით ჩამორჩებიან.

ერლინგ ჰაალანდმა შეიძლება ითამაშოს

ერთი, აუცილებლად გასათვალისწინებელი დეტალი: დორტმუნდს ჰერტასთან დაცვის ლიდერი მატს ჰუმელსი არ ეყოლება, რადგან ეს უკანასკნელი დისკვალიფიცირებულია. ‘კიკერის’ ვარაუდით, დაცვის ცენტრში მას ემრე ჯანი შეცვლის, რომელიც საერთოდ ნახევარმცველია, მაგრამ დაცვაშიც შეუძლია თამაში. ცხადია, რომ ეს იდეალური გამოსავალი არ არის, მაგრამ ბორუსიას მთავარ მწვრთნელ ლუსიენ ფავრს სხვა შანსი არ აქვს - თუკი 3 ცენტრალური მცველით თამაში სურს. სამაგიეროდ, ერლინგ ჰაალანდმა ვარჯიში დაიწყო და, შესაძლოა, ითამაშოს.

ჰერტას ისევ აკლია პლატენჰარდტი და მათეუს კუნია. მათ ნაცვლად ალბათ ისევ მიტელშტედტი და დილროსუნი ითამაშებენ. სკიელბრედი გამოჯანმრთელდა.

საინტერესო ფაქტები

⚽ დორტმუნდის ბორუსიას ბუნდესლიგაში ბოლო 8 მატჩიდან 7 მოგებული აქვს.

⚽ ბერლინის ჰერტას ბოლო 5 გასვლით მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ ჰერტას ბოლო 6 მატჩში მინიმუმ 2-2 გოლი გაჰქონდა.

⚽ მას მერე, რაც გუნდს ბრუნო ლაბადია წვრთნის, ჰერტა დაუმარცხებელია (3 მოგება, 1 ფრე)

⚽ რესტარტის შემდეგ ჰერტამ 4 მატჩი ჩაატარა, 3 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და არ დამარცხებულა. აღსანიშნავია, რომ ლაბადიას გუნდმა სამივე თამაში მშრალი ანგარიშით მოიგო (3:0 სტუმრად ჰოფენჰაიმთან, 4:0 შინ უნიონთან და 2:0 შინ აუგსბურგთან).

⚽ დორტმუნდის ბოლო 5 საშინაო მატჩში გოლს მხოლოდ ერთი გუნდი იტანდა. 

⚽ ბორუსიამ ამ სეზონში ბუნდესლიგაში სულ 14 საშინაო მატჩი ჩაატარა - აქედან 10-ში 3,5-ზე მეტი გოლი გადიოდა და მხოლოდ ორი მატჩის პირველი ტაიმი დასრულდა უგოლოდ.

⚽ ჰერტაც უხვგოლიანი გუნდია: ბერლინელთა მატჩების 75,86%-ში 2,5-ზე მეტი გოლი ვნახეთ.

⚽ დორტმუნდის და ჰერტას ბოლო 4 დუელში ორივე გუნდმა გაიტანა და ბოლო სამში 2,5-ზე მეტი გოლი გადიოდა.

⚽ ჰერტას ბოლო  ოფიციალური მატჩიდან 5-ში ორივე გუნდმა გაიტანა და ექვსივეში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა. 

⚽ ჰერტას ბუნდესლიგაში სტუმრად 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

⚽ ჰერტამ ბუნდესლიგის ამ სეზონში ისეთი გასვლითი მატჩების 71% პროცენტი არ წააგო, რომლებშიც ბუკმეიკერების მიერ აუტსაიდერად მიიჩნეოდა.

⚽ ჯეიდონ სანჩომ წინა ტურში ჰეთთრიკი შეასრულა. ბორუსიამ მოიგო ბოლო 6 ისეთი თამაში, რომელშიც მან გოლი გაიტანა.

⚽ წინა ტურში ჰერტას თავდამსხმელმა კშიშტოფ პიონტეკმაც გაიტანა. მას ბერლინელებისთვის სამივე გოლი მატჩის ბოლო 15 წუთში აქვს გატანილი. 

⚽ ბუნდესლიგის საშინაო მატჩებში დორტმუნდს პირველ 15 წუთში საშუალოდ 1 გოლი გააქვს.

⚽ ჰერტას ბოლო 4 გასვლითი მატჩიდან 3-ში თამაშის პირველი გოლი პირველ 15 წუთში გავიდა.

⚽ დორტმუნდის და ჰერტას ბოლო 3 დუელში ორივე გუნდმა პირველივე ტაიმში გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

დორტმუნდი (3-4-2-1): ბიურკი - პიშჩეკი, ემრე ჯანი, აკანჯი - ჰაკიმი, ვიტსელი, დილეინი, გერეირო - სანჩო, ბრანდტი - თ. აზარი.
ტრავმა: დაუდი, როისი, ნ. შულცი, ზაგადუ
დისკვალიფიკაცია: ჰუმელსი

ჰერტა (4-2-3-1): იარშტაინი - პეკარიკი, ბოიატა, ტორუნარიგა, მიტელშტედტი - გრუნჯიჩი, სკიელბრედი - ლუკებაკიო, დარიდა, დოლროსუნი - იბიშევიჩი.
ტრავმა: ასკასიბარი, კრაფტი, კუნია, ნეტცი, პლატენჰარდტი, მ. ვოლფი
დისკვალიფიკაცია: არავინ

კომენტარები

ბოლო ამბები